საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ, ტოპ 14-ის მე-6 ტურში „კლერმონს“ ინდივიდუალური ლელო 73-ე წუთზე ძელებთან დაუდო და მისმა „ტულონმა“ გარდასახვით 23:21 იმარჯვა.
“გორგოძე, შეგიძლია “ტულონის” ოთხნომრიანი მაისური სიამაყით ატარო. მეგობარო, შენ ნამდვილი გოლიათი ხარ. მაგრად ითამაშე. ახლა, შემიძლია კარიერა მართლაც მშვიდად დავასრულო” - ასე გამოეხმაურა საკუთარ „თვითერზე“ ამ მოვლენას „ტულონის“ სამხრეთ აფრიკელი ლეგენდა, მეორეხაზელი ბაკის ბოთა.
ტურის ცენტრალური მატჩის პირველი ტაიმი „ტულონმა“ 16:6 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტში ჯარიმა გაუშვა, ხოლო 53-ე და 56-ე წუთებზე ლელოები გაუშვა, რომელთაგან ერთს ზუსტი გარდასახვა მოყვა და 16:21 ჩამორჩა. მატჩის დასრულებამდე 7 წუთი რჩებოდა, როდესაც მამუკამ რაქიდან ჩვეულ სტილში შეუტია და ისეთი ლელო დადო, მთელი სარაგბო სამყარა კვლავ მასზე ალაპარაკდა.
ცნობილმა პორტალმა PLANETRUGBY-მ გორგოძე სათაურში ახსენა, ბოთას კომენტარი უკვე გაგაცანით და ეს მცირედია მრავალს შორის. ქართველი ლეგიონერისთვის მიმდინარე სეზონში ეს პირველი ლელოა. თამაშს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაესწრო.
ტოპ 14-ისა და სხვა ევროპული ლიგების ტურის სრულ მიმოხილვებს ორშაბათს შემოგთავაზებთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შემოდგომაზე შენი მეთაურობით დიდი გამარჯვებები გველის
მამუკა მოთამაშე ლეგენდა ხარ
ჩვენი საამაყო გორ-გოძილა
სუპერ მამუკა ! ! !
მამუკა არის გენიალური მორაგბე, რომელსაც უდიდეს ფიზიკურ ძალასთან ერთად გააჩნია ძალიან დიდი ინტელექტი და ასეთი მიქსით ბევრი მორაგბე ვერ დაიკვეხნის
წუხელ ისეთი ვიყვირე მამუკას ლელოზე, ლელოც არის და ლელოც ეს კი მართლაც სასწაული იყო! თამაშშიც რა სტაბილური და უშეცდომო იყო ჩვენი გორგოძილა. და საერთოდ ჩვენს ბიჭებს სტაბილურად ყველა ტურში გააქვთ ლელოები. ძალიან იმედიანად ველოდები ნოემბერს!
ისე ბოთას კომენტარში უფრო იკითხებოდა შენ უდიდესი ხარ ვიდრე შენ ნამდვილი გოლიათი ხარ
სავარაუდოდ უდიდესი იქნებოდა, რადგანაც უფრო ლოგიკურიაა
საოცარი იყო მამუკა დღეს აბსოლიტურად ყველგან იყო. ინგლისელი კომენტატორები სულ მის ხსენებაში იყვნენ
შენ ფრანგი კომენტატორები უნდა გენახა რა დღეში იყვნენ მეგობარო