დიდი 10

23:02 | 25.09.2016 | ნანახია 3152 - ჯერ

დაუმარცხებელი მხოლოდ ჩემპიონია

საქართველოს ბოლო ოთხი წლის ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ ერთადერთია, რომელმაც დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი დაუმარცხებლად განვლო და ოთხივე თამაშში გამარჯვება მოიპოვა.

მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს, სამივე შეხვედრა თბილისში გაიმართა, სამივე შემთხვევაში დაძაბული ბრძოლები გაიმართა და გამარჯვებულებმა თამაში მეორე ტაიმში შემოატრიალეს. ყველაზე ადრე თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქუთაისის „აიას“ მატჩი დაიწყო, რომელსაც „ავჭალის“ სარაგბო სტადიონმა უმასპინძლა. გუნდებმა ჯერ ჯარიმები გაცვალეს, მერე ლელოები და შესვენებაზე რომ გავიდნენ ტაბლოზე 8:8 იყო. მეორე ტაიმში „აიამ“, რომელსაც მანამდე სამივე შეხვედრა მოგებული ქონდა ქულა ვერ აიღო, „ლოკომოტივმა“ ორი ჯარიმა გაიტანა და 14:8 იმარჯვა. გუნდები სატურნირო ქულებით გათანაბრდნენ, თუმცა ქუთაისელებს პრემიალურმა ქულამ მეორე ადგილზე დაბრუნების საშუალება მისცა, ხოლო „ლოკომოტივი“ მესამეა.

„ლელო-სარასენსი“ „ლელო არენაზე“ „აკადემიასთან“ ტაიმის შემდეგ 0:10 აგებდა და ახლოს იყო არა მხოლოდ სეზონის პირველ, არამედ ამ ამ არენაზე პირველ მარცხთან. მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეცდომები აღარ დაუშვეს და მებრძოლ „აკადემიას“ 19:13 მოუგეს, რითაც წარმატებული სვლა განაგრძეს და მდევრებსაც გვარიანად დაშორდნენ. „აკადემიას“ ბრძოლა პრემიალურ ქულად დაუფასდა, ხოლო „ლელო-სარასენსი“ ზედიზედ მეორე ტურია პრაქტიკულად წაგებულ თამაშს სათავისოდ აბრუნებს.

„შევარდენზე“ „არმაზმა“ და „არმიამ“ პირველ ტაიმში ლელოები გაცვალეს, თუმცა პირველმა გარდასახვაც გაიტანა და 7:5 დაწინაურდა. „არმაზმა“ მეორე ტაიმშიც დადო ერთი ერთი ლელო, მაგრამ სეზონის პირველი გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. უკეთესმა „არმიამ“ საპირწონედ 19 ქულა მიითვალა და ჯამში 24:12 იმარჯვა.

ამრიგად, ბოლო ორი ტურია მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიას ვერავინ იღებს, ხოლო ამ ტურში მცირედით სამი გუნდი დამარცხდა. ახლა დიდ 10-ში ორკვირიანი შესვენებაა და ის 8 ოქტომბერს განახლდება, ხოლო მომავალ უქმეებზე ფოთი 7-კაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლებს.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

IV ტური. 25 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 14:8

თბილისი. „შევარდენი“

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი) 12:24

თბილისი. „ლელო არენა“

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 19:13

25/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

4

4

0

0

2

0

0

85:050

+35

12/02

18

2

აია ქუთაისი ^ 5 (1-1$1)

4

3

0

1

0

1

0

76:055

+21

07/05

13

3

ლოკომოტივი თბილისი 4 (1-0)

4

3

0

1

0

1

0

77:048

+29

08/04

13

4

ბათუმი ბათუმი 1 (0-1$1)

4

3

0

1

0

1

0

69:047

+22

06/04

13

5

ჯიქი გორი

4

2

0

2

2

0

0

73:053

+20

10/04

10

6

არმია თბილისი

4

2

0

2

0

1

0

59:062

-3

06/08

9

7

ბაგრატქუთაისი

4

1

0

3

0

3

0

76:090

-14

06/10

7

8

აკადემია თბილისი ^

4

1

0

3

0

1

0

53:081

-28

04/11

5

9

ყოჩები ბოლნისი

4

1

0

3

0

1

0

60:090

-30

07/09

5

10

არმაზი თბილისი

4

0

0

4

0

1

0

49:101

-52

05/14

1

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

25/09 @ 19.20

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

V ტური. 8-9 ოქტომბერი

არმია - ბაგრატი, ყოჩები - ჯიქი, ბათუმი - ლოკომოტივი, აია - ლელო-სარასენსი, აკადემია - არმაზი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:16 | 26.09.2016
buratino (480)

ვინმე ხომ ვერ მეტყვის სად არიან ირაკლი ყიასაშვილი და სანდრო თოდუა, რომლებიც "ლელო-სარასენსი"-ს განაცხადშიც არ ყოფილან საწყის ტურებში? კიდევ მაინტერესებს რა ისმის მეკოს თაობაზე. როგორც ვიცი, სამშობლოში დაბრუნდა და "ლელო-სარასენსი"-ს შემადგენლობაში ჩაირიცხა
მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ჯერ არ თამაშობს. როდის აპირებს თამაშის განახლებას? ნოემბრის ტესტები გვიახლოვდება

0.114964