საფრანგეთი ტოპ-14

12:31 | 25.09.2016 | ნანახია 2416 - ჯერ

ტოპ 14: ხუთნი ორ გუნდში [+სთრიმი]

დღეს საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-6 ტურში ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი ითამაშებს და ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა „ბორჯღალოსნები“ ერთმანეთის პირისპირ არ ითამაშებენ.

საქმე ისაა, რომ ჩვენებურები მხოლოდ მასპინძელი გუნდების განაცხადში არიან და ოთხი სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო ერთი თადარიგში.

თბილისის დროით 14:30 საათზე მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძუსა და გაგი ბაზაძის „მონპელიე“ კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივს“ შეხვდება. სტუმართა ქართველი ლეგიონერები და ბაზაძე განაცხადში არ არიან, ხოლო ბურჯები - ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი, ასევე მეორეხაზელი მიქაუტაძე, მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ.

18:15 საათზე მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ ეთამაშება. გორგოძე თამაშს შერკინების მეორე ხაზში იწყებს, ბურჯი ჩილაჩავა თადარიგშია, ხოლო დანარჩენები განაცხადში არ არიან.

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში, ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ „პერპინიენს“ ეთამაშება. ქართველები განაცხადში არ არიან.

საფრანგეთი. ტოპ 14

მონპელიე - ბრივი [14:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419540/1/montpellier-herault-rc-vs-ca-brive-live-stream-online.html

ტულონი - კლერმონი [18:15 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419542/1/rc-toulonnais-vs-clermont-live-stream-online.html

საფრანგეთი. პრო დ2

ვანი - პერპინიენი [16:15 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419541/1/vannes-vs-usa-perpignan-live-stream-online.html

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

ლესტერი - ბათი [18:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412921/1/leicester-tigers-vs-bath-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:22 | 26.09.2016
federer (17) (469)

არ მიყურებია თამაშს მაგრამ როგორც ჩანს დაგლიჯა მამუკამ

20:32 | 25.09.2016
GO_GO_LELOS (81)

გორგოძემ მარტო მოუგო კლერმონს. ყველგან იყო აბსოლიტურად. ინგლისელი კომენტატორები აღტაცებით ლაპარაკობდნენ, ამ სეზონში რაც კი კარგი ხდება ტულონის თავს ყველაფერი გორგოძის დამსახურებააო

20:13 | 25.09.2016
→ LELOS← (98)

ბრავო გორგოძემ რა მაგრად ითამაშა.

0.08253