საფრანგეთი ტოპ-14

13:46 | 24.09.2016 | ნანახია 2131 - ჯერ

ხინჩაგიშვილი და ჟვანია ბრუნდებიან [+სთრიმები]

ისე მოხდა, რომ საფრანგეთის ტოპ 14-ის მეექვსე ტურში ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი კვირას თამაშობს და ქართული დერბები გარდაუვალი იქნება, ხოლო დღევანდელ ხუთ შეხვედრაში მოედანზე სამი ჩვენებური გავა.

აქედან მხოლოდ ერთია სასტარტო შემადგენლობაში და ორი თადარიგში. სასიხარულოა, რომ 3 სექტემბრის შემდეგ მოედანს უბრუნდება ვეტერანი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, რომლის „ბეიონი“ სტუმრად ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელს“ ეთამაშება. ხინჩაგიშვილი 3 სექტემბერს თადარიგში იყო, მანამდე ორჯერ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ახლაც ძირითადშია. „ლა როშელის“ თადარიგშია ყაულაშვილი.

თითქმის ერთი თვის, 27 აგვისტოს შემდეგ საქმეში ვნახავთ ზურაბ ჟვანიას, რომელიც მამა გახდა და გუნდმა დასვენების საშუალება მისცა. მისი და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ სტუმრად ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ ეთამაშება. ჟვანია ერთადერთი ქართველია, რომელიც განაცხადში, კონკრეტულად თადარიგშია.

კასტრი - რასინგი [16:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419319/1/castres-olympique-vs-racing-metro-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160923/vv57e44f302b6088.49638728-1435666.html

ბორდო - ლიონი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419324/1/bordeaux-vs-lyon-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160923/vv57e4524d7d0832.82886027-1435817.html

გრენობლი - პო [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419325/1/grenoble-vs-section-paloise-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160923/vv57e4527b7251e1.93838585-1435826.html

ლა როშელი - ბეიონი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419323/1/la-rochelle-vs-aviron-bayonnais-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160923/vv57e4525bbc7326.27498702-1435820.html

ტულუზი - სტად ფრანსე [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/418721/1/toulouse-vs-stade-francais-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160923/vv57e453e554ee24.05530750-1435897.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085551