მსოფლიო სერია

16:37 | 9.04.2016 | ნანახია 1160 - ჯერ

ჰონკონგში მოსალოდნელი შედეგით

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის, მეშვიდე ეტაპის მეორე დღის თამაშები მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა და თასის მეოთხედფინალში გასული რვა გუნდის ვინაობა გაირკვა.

კენია 7-კაცაში ანგარიშგასაწევი ძალაა და მისი მეოთხედფინალში გასვლა აღარავის უკვირს. ამ გუნდმა თავისი საქმე პირველ დღეს გააკეთა, როდესაც სამოას 24:0 მოუგო. მეორე დღეს აფრიკელები მცირედით დამარცხდნენ ახალ ზელანდიასთან და საფრანგეთთან, თავის მხრივ, სამოამ საფრანგეთს მოუგო და სწორედ აქ წაადგა კენიას წინა დღის შედეგი - გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი მაჩვენებლებით, კენია თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ჯგუფში, სამხრეთ აფრიკამ წინა დღეს ინგლისთან მარცხის შემდეგ, ორივე შეხვედრა დიდი სხვაობით, მშრალზე მოიგო. ინგლისმა მოიგო პირველი თამაში და რუსეთთან ძალების დაზოგვით მიღწეულმა ფრემ ვეღარაფერი დააკლო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე ჯგუფიდან აშშ და ავსტრალია, ხოლო მეოთხედან ფიჯი და უელსი გავიდნენ.

2015/2016 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია

VII ეტაპი. ჰონკონგი. ჯგუფური ეტაპი. 8-9 აპრილი

A ჯგუფი

სამოა - კენია 0:24

ახალი ზელანდია - საფრანგეთი 19:17

სამოა - საფრანგეთი 24:12

ახალი ზელანდია - კენია 5:0

საფრანგეთი - კენია 17:10

ახალი ზელანდია - სამოა 28:10

1.

ახალი ზელანდია

3

3

0

0

52:27

9

2.

კენია

3

1

0

2

34:22

5

3.

საფრანგეთი

3

1

0

2

46:53

5

4.

სამოა

3

1

0

2

34:64

5

B ჯგუფი

შოტლანდია - რუსეთი 28:15

სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 14:21

შოტლანდია - ინგლისი 0:19

სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 50:0

ინგლისი - რუსეთი 12:12

სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 31:0

1.

ინგლისი

3

2

1

0

52:26

8

2.

სამხრეთ აფრიკა

3

2

0

1

95:21

7

3.

შოტლანდია

3

1

0

2

28:65

5

4.

რუსეთი

3

0

1

2

27:90

4

C ჯგუფი

აშშ - პორტუგალია 21:5

ავსტრალია - არგენტინა 28:0

აშშ - არგენტინა 26:14

ავსტრალია - პორტუგალია 45:7

არგენტინა - პორტუგალია 24:0

ავსტრალია - აშშ 7:22

1.

აშშ

3

3

0

0

69:26

9

2.

ავსტრალია

3

2

0

1

80:29

7

3.

არგენტინა

3

1

0

2

38:54

5

4.

პორტუგალია

3

0

0

3

12:90

3

D ჯგუფი

უელსი - სამხრეთ კორეა 40:14

ფიჯი - კანადა 19:17

უელსი - კანადა 24:10

ფიჯი - სამხრეთ კორეა 57:0

კანადა - სამხრეთ კორეა 31:14

ფიჯი - უელსი 36:10

1.

ფიჯი

3

3

0

0

112:27

9

2.

უელსი

3

2

0

1

74:60

7

3.

კანადა

3

1

0

2

58:57

5

4.

სამხრეთ კორეა

3

0

0

3

28:128

3

მეოთხედფინალები. 10 აპრილი

IX-XVI ადგილებისთვის

საფრანგეთი - სამხრეთ კორეა

არგენტინა - რუსეთი

კანადა - სამოა

შოტლანდია - პორტუგალია

თასის მეოთხედფინალები

ახალი ზელანდია - უელსი

აშშ - სამხრეთ აფრიკა

ფიჯი - კენია

ინგლისი - ავსტრალია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085988