საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ, პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა.
გასულ ტურში თამაზ მჭედლიძეს მხარი ირაკლი მირცხულავამ აუბადა, ახლა კი, ეს მისია 24 წლის მორაგბემ ითავა. მისი „ბეზიე“ „ალბის“ მასპინძლობდა, თანაბარი ბრძოლის შემდეგ, დასკვნით მეოთხედში უპირატესობა მოიპოვა და ორი ლელოთი, 29:15 დაწინაურდა. გაწითლებულ დროზე შეცვლაზე შესულმა ლომიძემ მეტოქე მესამედ დაალელოვა და გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა, რამაც „ბეზიეს“ მესამე ადგილზე აღზევების საშუალება მისცა.
ამრიგად, ბოლო ორი ტურია პრო დ2-ში მინიმუმ ორი ქართული ლელო გადის და მეხუთე ტურში ამ მონაგარის გაზრდის შანსი „ვანის“ ქართველებს აქვთ, რომელთა გუნდიც „პერპინიენს“ ხვალ ეთამაშება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ რამდენჯერაც ჩვენი ბიჭების თამაშს ვუყურე იმდენჯერ გამახარეს ლომებმა, აბა თქვენ იცით ძმებო, ნოემბერში ფორმის პიკზე უნდა შევხვდეთ მეტოქეებს!