დიდი 10

23:22 | 23.09.2016 | ნანახია 1774 - ჯერ

ორივე თამაში რეგიონში

დიდი 10-ის მეოთხე ტური ორი თამაშით იხსნება და ორივე რეგიონებში გაიმართება. 16 საათზე გორის ახალ სტადიონზე ცენტრალური შეხვედრაა და „ჯიქი“ „ბათუმს“ დაუხვდება.

ამ თამაშს ორივე გუნდი ორი მოგებით და თითო მარცხით ხვდება. ზღვისპირელები რიკოთს აქეთ პირველად გადმოდიან, აქამდე ორჯერ ითამაშეს ქუთაისში და პირველ ჯერზე „აიასთან“ მცირედით, 9:16 დამარცხდნენ, ხოლო „ბაგრატს“ ასევე მცირედით, 21:16 მოუგეს. ერთი კვირის წინ „ბათუმმა“ ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა და მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა, თუმცა მოგების პრემია ვერ აიღო - 21:10.

„ჯიქმა“ სეზონი კარგად დაიწყო და „არმიას“ 22:3, ხოლო „აკადემიას“ 29:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ გორელებმა ორივე ეს შეხვედრა პრემიით მოიგეს და „აკადემიასთან“ გორში, სტადიონის გახსნაზე. „ჯიქი“ დამარცხდა გასულ ტურში, ქუთაისში „აიასთან“ - 17:32. ახლა მათ გორელი გულშემატკივრების გახარება და გამარჯვების მოპოვება უნდათ, მით უმეტეს, რომ გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იქნება.

17 საათზე ქუთაისში იწყება „ბაგრატისა“ და ბოლნისის „ყოჩების“ შეხვედრა. დიდ 10-ში წელს აღზევებული გუნდი საწყის ორ ტურში „ლელო-სარასენსთან“ და „ბათუმთან“ ქუთაისში მცირედით დამარცხდა, ორივე შემთხვევაში პრემიის აღება მოახერხა, ხოლო გასულ ტურში თბილისში „არმაზი“ 22:21 დაამარცხა და პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა. ახლა ის ამ სერიის გაგრძელებას საკუთარ კედლებში, ცუდ ფორმაში მყოფ „ყოჩებთან“ ეცდება. ბოლნისელებმა აქამდე ჩატარებული სამივე თამაში წააგეს და მხოლოდ ერთში შეძლეს პრემიის აღება - მეორე ტურში „აიასთან“ 15:20. მანამდე „ყოჩებს“ „აკადემიამ“ 26:8, ხოლო ერთი კვირის წინ „ბათუმმა“ 21:10 მოუგო.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

IV ტური. 24 სექტემბერი

გორი. 16:00 საათი

ჯიქი (გორი) - ბათუმი (ბათუმი)

ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ხუციშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ბროძელი; 1. მაჭარაშვილი, 2. მამრიკიშვილი, 3. ორაგველიძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია, 7. მჭედლიშვილი, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. კაკოვინი, 17. სუთიძე, 18. გურგენიძე, 19. კიკნაძე, 20. დიდებულიძე, 21. ზაბახიძე, 22. სამხარაძე, 23. წიკლაური.

ბათუმი: 15. ბებიაშვილი, 14. ტრაპაიძე, 13. მიმინოშვილი, 12. გაბროშვილი, 11. ევგენიძე, 10. სოხაძე, 9. თუთბერიძე; 1. ერისთავი, 2. მატკავა, 3. პერტაია, 4. ცხადაძე, 5. მიქაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ალიქაძე, 8. ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. კვანტიძე, 17. ჯიჯავაძე, 18. ხოჭოლავა, 19. ფუტკარაძე, 20. კორტავა, 21. შამულო, 22. დონაძე, 23. გოგიტიძე.

ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი

ბაგრატი (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი)

ბაგრატი: 15. კვერნაძე, 14. ფრუიძე, 13. გოშაძე, 12. თუთბერიძე, 11. ტირაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. ლოსაბერიძე; 1. ბოგვერაძე, 2. კობახიძე, 3. გ. ტირაძე, 4. კიკვაძე, 5. ჩიქვინიძე, 6. ცირეკიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე.

სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. გუდაძე, 18. ჭელიძე, 19. არჩვაძე, 20. ხელაძე, 21. ოდიშარია, 22. ცნობილაძე, 23. ბ. ფრუიძე.

ყოჩები: 15. გულმაგარაშვილი, 14. მელაძე, 13. ცირეკიძე, 12. გარუჩავა, 11. ხარშილაძე, 10. გეგენავა, 9. ჯინაშვილი; 1. ჯინჭარაძე, 2. ხიდეშელი, 3. ჯაშიტაშვილი, 4. ეფრემიძე, 5. გოგიძე, 6. აფციაური, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. სვანიძე, 17. ცუცქირიძე, 18. ხოსიტაშვილი, 19. პირმისაშვილი, 20. გუგეშაშვილი, 21. ჭუმბურიძე, 22. ფურცელაძე, 23. ნიკოლაშვილი.

25 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)

თბილისი. „ლელო არენა“. 17:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

18/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

3

3

0

0

2

0

0

66:37

+29

9/1

14

2

აია ქუთაისი

3

3

0

0

0

0

0

68:41

+27

6/4

12

3

ჯიქი გორი

3

2

0

1

2

0

0

68:35

+33

9/2

10

4

ლოკომოტივი თბილისი

3

2

0

1

0

1

0

63:40

+23

7/3

9

5

ბათუმი ბათუმი

3

2

0

1

0

1

0

51:42

+9

4/3

9

6

ბაგრატქუთაისი

3

1

0

2

0

2

0

53:63

-10

4/7

6

7

არმია თბილისი

3

1

0

2

0

1

0

35:50

-15

2/6

5

8

აკადემია თბილისი

3

1

0

2

0

0

0

40:62

-22

3/8

4

9

ყოჩები ბოლნისი

3

0

0

3

0

1

0

33:67

-34

4/7

1

10

არმაზი თბილისი

3

0

0

3

0

1

0

37:77

-40

3/10

1

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

19/09 @ 18.40

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.14371