საფრანგეთი პრო დ2

14:21 | 23.09.2016 | ნანახია 1668 - ჯერ

პრო დ2: „შვიდეული“ სასტარტოში

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მე-5 ტურის ძირითად სათამაშო დღეს, ხუთი შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე, ხოლო ერთი ნახევარი საათის შემდეგ დაიწყება.

მოედანზე იქნებიან ქართველი ლეგიონერებიც, რომელთაგან 7-ს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ყველაზე მეტი ქართველი ლიდერ „ორიაკისა“ და „ნარბონის“ შეხვედრაში იქნება. ტრადიციულად, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არიან მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი და მერაბ შარიქაძე. პირველი სექტემბრის შემდეგ თამაშს ძირითადში იწყებს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელიც „პერპინიენთან“ მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. „ორიაკის“ განაცხადში არაა გიორგი შარაშიძე. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ „ნარბონის“ ლეგიონერები ტარიელ რატიანიძე და შაკო ოდიშარია.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონა“ გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონს“ მასპინძლობს და ორივე გუნდის ბურჯი მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება, ხოლო ახალგაზრდა ვეფხვაძე ჯერჯერობით საკუთარ შანსს ელის.

„ბეზიეს“ თადარიგშია ლაშა ლომიძე, რომლის გუნდიც ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და ახლა ბექა შეყლაშვილის „ალბის“ მასპინძლობს. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაშია ქართველი ბურჯი.

შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“, რომელიც ელიტა 2-ში წელს დაწინაურდა, სამმატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას „მონტობანთან“ ეცდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაშია.

ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ „ბურგუენს“ სტუმრად ქართველი ლეგიონერის გარეშე ეთამაშება.

დღის ბოლო მატჩი დანარჩენებზე ნახევარი საათით გვიან იწყება და მასში რუმინეთის ნაკრების კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიე“ სტუმრად „ბიარიცს“ შეხვდება. ტურაშვილი თადარიგშია.

საფრანგეთი. პრო დ2. V ტური

უიონა - კარკასონი [22:00 საათი]

ბურგუენი - დაქსი [22:00 საათი]

ორიაკი - ნარბონი [22:00 საათი]

ბეზიე - ალბი [22:00 საათი]

ანგულემი - მონტობანი [22:00 საათი]

ბიარიცი - კოლომიე [22:30 საათი]

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081369