ლეგიონერები

12:56 | 23.09.2016 | ნანახია 1939 - ჯერ

ნემსაძე და ფეიქრიშვილი შანსს ელიან [+სთრიმები]

დღეს საღამოს ინგლისის „ავივა პრემიერშიპსა“ და პრო 12-ში მეოთხე ტური იწყება და ქართველი ლეგიონერების გუნდები პირველივე დღიდან ერთვებიან საქმეში, თუმცა ჩვენებურების გარეშე.

ინგლისში მხოლოდ ერთი მატჩია და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მასში საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, გიორგი ნემსაძის „ბრისტოლი“ „ექსეტერს“ მასპინძლობს და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. პრემიერშიპში წელს დაბრუნებულმა „ბრისტოლმა“ აქამდე ჩატარებული სამივე თამაში წააგო და სხვაობაც თამაშიდან-თამაშამდე იზრდებოდა. თუ პირველ ტურში „ჰარლიქუინსთან“ 19:21 მარცხისთვის 1 პრემიალური ქულა აიღო, „ნორთჰემპტონთან“ 10:32 დამარცხდა, ხოლო „უოსპსთან“ სულაც 22:70 შერცხვა.

პარალელურად, პრემიერშიპ „ა“-ში წარმატებულად თამაშობს „ბრისტოლის“ მეორე გუნდი და მისი ქართველი მეორეხაზელი. ნემსაძეს ზედიზედ ორი ტურია ლელოები გააქვს, თუმცა მწვრთნელები მისი პირველ გუნდში დაწინაურებისგან რატომღაც თავს იკავებენ და გიორგი არც „ექსეტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებულ ჩემპიონატში, ტრადიციულად სამი თამაშია. საქართველოს ნაკრების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი დაახლოებით 10 დღეა რაც ირლანდიაში ჩავიდა და „ალსტერმა“ ოფიციალურადაც წარადგინა, თუმცა „გლაზგოსთან“ შოტლანდიაში გასამართი მატჩისთვის განაცხადში არაა.

ეს შეხვედრა თბილისის დროით 22:35 საათზე დაიწყება და დიდი დატვირთვის მატარებელია. აქამდე ირლანდიელებმა სამივე თამაში მოიგეს, ერთხელ პრემიალური ქულაც აიღეს და 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. სეზონი კარგად დაიწყო „გლაზგომაც“, თუმცა ზედიზედ ორი პრემიალური გამარჯვების შემდეგ, გასულ ტურში უელსში „კარდიფთან“ 19:23 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ჯამში სამივე თამაშში აღებული პრემიების წყალობით, „მეომრები“ 11 ქულით მე-4 ადგილზე არიან და უშუალო კონკურენტის ძლევით წინსვლის კარგი შანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ „გლაზგოს“ „ალსტერთან“ აქამდე 29-ჯერ უთამაშია, გუნდების ანგარიშზე 14-14 გამარჯვება და ერთი ფრეა.

პარალელურად, ირლანდიაში იწყება მეორე ცენტრალური შეხვედრა და „ლენსტერი“ ქულათა მაქსიმუმით - 15-ით პირველ ადგილზე მყოფ „ოსპრეიზს“ შეხვდება. ნახევარი საათით ადრე, 22:05 საათზე იტალიაში აუტსაიდერები, „ბენეტონ ტრევიზო“ და უელსური „ნიუპორტი“ თამაშობენ.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

ბრისტოლი - ექსეტერი [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412916/1/bristol-vs-exeter-chiefs-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160922/vv57e4261633a066.77714126-1434909.html

http://www.sportingvideo.org/20160922/vv57e42a2a4e3561.71893951-1434994.html

http://www.sportingvideo.org/20160922/vv57e42a2eb7cdb3.23524134-1434995.html

http://www.sportingvideo.org/20160922/vv57e42a359f7385.46672741-1434997.html

პრო 12

ბენეტონი (იტალია) - ნიუპორტი (უელსი) [22:05 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/418756/1/treviso-vs-newport-gwent-dragons-live-stream-online.html

გლაზგო (შოტლანდია) - ალსტერი (ირლანდია) [22:35 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/418757/1/glasgow-warriors-vs-ulster-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160922/vv57e425fc4be816.51258236-1434905.html

ლენსტერი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) [22:35 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/418758/1/leinster-vs-ospreys-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160922/vv57e425f62c0dd1.96669839-1434904.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120728