საქართვლოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე, აგერ უკვე მეორე თამაშია მოედანს ულელოოდ არ ტოვებს.
23 წლის ქართველმა ერთი კვირის წინ „ბიარიცს“ ლელო საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე დაუდო, თანაც ამ დროს მისი გუნდი 2-კაცნაკლული იყო მოედანზე, ხოლო დღეს ღამით, პრო დ2-ის მეხუთე ტურში „მონ დე მარსანი“ დაალელოვა.
კლუბში მჭედლიძე სტაბილურად გადაიყვანეს შუამარბის პოზიციაზე და მისი ამოცანაა ძალის გამოყენებით მეტოქის დაცვის ცენტრში გაგლეჯა. „მონ დე მარსანთან“ მან ტრადიციულად სრულად ითამაშა და ლელო 59-ე წუთზე დაამიწა. ამ დროს „აჟენი“ 6:21 აგებდა, დარტყმებით ეტაპობრივად მოიგო მანძილი, მათ შორის ერთხელ ქართველმაც დაარტყა, ლელოდან 5 მეტრში თაზომ მეორე შანსი მიიღო, ორი მცველი დაჯაბნა და ლელო დაამიწა. ეს გარდამტეხი აღმოჩნდა, სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და 68-ე წუთზე მეორე ლელო დადეს. რადგან ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, 78-ე წუთზე რთული პოზიციიდან ჯარიმა კარში გაგზავნეს, დამრტყმელს მიზანმა არ უმტყუნა და „აჟენმა“ „მონ დე მარსანი“ სტუმრად 23:21 დაამარცხა.
ამრიგად, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, პრო დ2-ის ყველაზე ქართულმა გუნდმა სამი შეხვედრა გამარჯვებით, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა და ლიდერთა შორისაა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თაზო პიკისკენ დაიძრა, ჯერ ახალგაზრდაა და ამ კაცის ძალიან დიდი იმედი მაქვს! სწრაფია და სასწაულად ძლიერი იმავდროულად. ნებისმიერ დაცვას გაუჭირდება ასეთი ცუნამის შეჩერება!
მოუხშირა თაზომ ლელოებს, შემდეგ წელს ტოპ14-ში ეთამაშოს აჟენთან ან მის გარეშე.
მიდი თაზო, მხეცი ხარ!
თაზო უმატებს და უმატებს. აჟენს გაუჭირდება ალბათ მისი შენარჩუნება.
კარგია კარგი!! წლიდან წლამდე უმატებს, კარგი იღბალი გქონოდეს!!!
შარშან კარიერაში საუკეთესო სეზონი ქონდა თაზოს და წელს უკეთესის მოლოდინი მაქვს კიდე
სტარტი ძალიან კარგი აქვს თაზოს და იმედია სეზონსაც ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარებს, დროა ხაზის მოთამაშეებიც მომრავლდნენ ტოპ ჩემპიონატებში