საფრანგეთი პრო დ2

15:11 | 22.09.2016 | ნანახია 4532 - ჯერ

მარგველანის დებიუტი და ოთხნი მოედანზე [+სთრიმი]

ახალგაზრდა ქართველ ბურჯ გიორგი მარგველანს, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში დღეს დებიუტი ექნება.

მისი, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის „აჟენი“, თბილისის დროით 22:45 საათიდან ბექა გორგაძის „მონ დე მარსანს“ ეთამაშება. ამ შეხვედრით იხსნება საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის მეხუთე ტური და მოედანზე ოთხ ქართველს ვიხილავთ.

22 წლის ბურჯს „აჟენის“ პირველ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ქონდა. მაშინ „აჟენი“ პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში თამაშობდა, ხოლო მარგველანი მეორე დონის ევროტურნირის მატჩში, ჩელენჯ ქაფზე ათამაშეს. ის შეცვლაზე 19 წუთით შევიდა.

მარგველანი ამჯერადაც თადარიგშია, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში არიან კიდევ ერთი ბურჯი თეთრაშვილი და შუამარბი მჭედლიძე, რომელმაც გასულ ტურში ლელო დადო და სეზონის პირადი ანგარიში გახსნა. „მონ დე მარსანის“ განაცხადში თადარიგშია ახალგაზრდა მესამეხაზელი გორგაძე.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩია. IV ტურის შემდეგ ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ. ამ თამაშის სთრიმის ხილვა შემდეგ მისამართზე უნდა იყოს შესაძლებელი:

http://www.vipleague.tv/rugby/418599/1/stade-montois-vs-agen-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160922/vv57e3635ec7f622.51263608-1434329.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:02 | 22.09.2016
Kala94 (151)

წარმატებები შენც და სხვა ჩვენს ბიჭებსაც !

15:42 | 22.09.2016
federer (17) (469)

მე არ მინახია მა ბიჭის თამაში და არაფერი ვიცი მის შესახებ, მაგრამ აღნაგობა და წონა კი აქვს იდეალური პირველხაზელისათვის და იმედია ასეთივე მოთამაშე იქნებაა

0.086359