ტურნირები

15:08 | 22.09.2016 | ნანახია 1757 - ჯერ

18-წლამდელთა ევროპის 7-კაცა ჯერჯერობით საქართველოს გარეშე

გასულ შაბათ-კვირას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა 7-კაცა რაგბიში 18-წლამდე მორაგბეთა შორის.

აქ გუნდები ორ დივიზიონად არიან დაყოფილი და თითოში 12-12 მონაწილეა, სისტემა კი, დიდების ანალოგიურია. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 მოწინავე მეოთხედფინალიდან აგრძელებს თასისთვის ბრძოლას.

პირველ დივიზიონში ირლანდიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, რუმინეთის, გერმანიის, ლუქსემბურგის, პოლონეთის, ისრაელის და მოლდოვას ნაკრებებმა ითამაშეს. ფინალში შარშანდელი ჩემპიონი საფრანგეთი და ირლანდია გავიდნენ, დამაჯერებელი გამარჯვება კი, „კელტებს“ დარჩათ - 31:5.

ბოლო ადგილზე მოლდოვა გავიდა, რომელსაც გაისად მეორე დივიზიონის გამარჯვებული ლიტვა ჩაანაცვლებს. მეორე დივიზიონის თამაშებს უნგრეთმა უმასპინძლა.

სამწუხაროდ, საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები არასდროს ყოლია და ის ვერც ევროპის ჩემპიონატში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა სურვილი იმისა, რომ სამომავლოდ მასში ქართველებიც ჩაერთონ, ორმხრივია. 7-კაცა რაგბის განვითარება საქართველოს რაგბის კავშირის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, ის 18-წლამდელთა ნაკრების ჩამოყალიბებასაც გულისხმობს და გაისად ახალგაზრდულ ევროპირველობაზე „უმცროსი ბორჯღალოსნებიც“ იქნებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084656