„რაგბი ჩემპიონშიპის“ წლევანდელი სეზონის დარჩენილ ორ მატჩში, რომლებშიც არგენტინა 1 ოქტომბერს ახალ ზელანდიას, ხოლო 8-ში ავსტრალიას უმასპინძლებს, „პუმებს“ შუამარბი ხუან-მარტინ ერნანდესი ვერ დაეხმარება.
34 წლის ვეტერანმა 10 სექტემბერს, ახალ ზელანდიასთან შეხვედრისას მუხლი დაიზიანა და გასულ შაბათს ავსტრალიის წინააღმდეგ ვერ ითამაშა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება მსუბუქი ხასიათის იყო და ერნანდესი დასკვნით ორ ტურში ითამაშებდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა.
გაირკვა, რომ გამოცდილ მორაგბეს მენისკზე ქირურგიული ჩარევა ჭირდება და შესაბამისად, მოედანს ნოემბრამდე ვეღარ დაუბრუნდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია