ინგლისი

12:56 | 22.09.2016 | ნანახია 1750 - ჯერ

კრის ეშტონი 13 კვირით დასაჯეს

ჩემპიონთა თასისა და ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ ჩემპიონის, „სარასენსის“ გარემარბი კრის ეშტონი, გასულ შაბათს ალექს უოლერის დაკბენაში ამხილეს და 13-კვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის მორაგბემ მეტოქეს ორჯერ უკბინა - პირველად 24-ე წუთზე, თუმცა, როგორც ჩანს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და იგივე ერთი წუთის შემდეგ გაიმეორა. ეშტონმა ორივე ეპიზოდი გაასაჩივრა, მაგრამ დამოუკიდებელი კომისია საკუთარ სიმართლეში ვერ დაარწმუნა და მოედანს მხოლოდ 19 დეკემბრიდან დაუბრუნდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077765