ტესტ-მატჩები

17:41 | 21.09.2016 | ნანახია 3048 - ჯერ

ჰანსენი საინტერესო იდეა: ნახევარსფეროების თასი

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი საინტერესო იდეით გამოდის, რომელიც ყოველწლიურად ერთი საინტერესო თამაშის გამართვას ეხება.

„ოლ ბლექსის“ თავკაცს სურს, რომ „რაგბი ჩემპიონშიპისა“ და „ექვსი ერის“ გამარჯვებულები, ერთმანეთს ყოველწლიურად შეხვდნენ და პლანეტის საუკეთესო გუნდის ვინაობა გამოავლინონ.

ჰანსენს ისიც ესმის, რომ მსგავსი თამაშის გლობალურ კალენდარში ჩასმა იოლი არ იქნება, თუმცა ფაქტია, იდეა საინტერესოა. ფაქტია ისიც, რომ 2020 წლამდე თამაშების გრაფიკი დიდწილად გაწერილია და სტივის იდეას უახლოეს 4 წელიწადში ახდენა არ უწერია.

„ჩვენ უნდა ვეძიოთ პროდუქტი, რომელიც მაქსიმალური რაოდენობის გულშემატკივარს მიიზიდავს. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა „ექვსი ერისა“ და „რაგბი ჩემპიონშიპის“ საუკეთესო გუნდებს შორის თამაშების რეგულარულად გამართვა. დიახ, მე მესმის, რომ გლობალურ კალენდარში ამ თამაშის ჩაწერა იოლი არ იქნება, თუმცა რაგბის პოპულარიზაციისთვის და განვითარებისთვის იოლ გზებს არც ვეძებთ“ - ამბობს ჰანსენი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081442