ტოპ 14

22:10 | 19.09.2016 | ნანახია 3860 - ჯერ

მიქაუტაძე და ასიეშვილი სიმბოლურში, ზირაქაშვილის მეორე ლელო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები - კოტე მიქაუტაძე და კარლენ ასიეშვილი ტოპ 14-ის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, ხოლო დავით ზირაქაშვილმა ლელოთი ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა თავი.

მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, გაგი ბაზაძის და შესაძლოა, სულ მალე შალვა მამუკაშვილის „მონპელიემ“, სეზონის სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად პირველი ელიტარული დივიზიონის ყველაზე ქართულმა გუნდმა დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ სტუმრად 21:9 დაამარცხა. მიქაუტაძემ სრულად ითამაშა და ფრანგული პრესის ცნობით, დიდი მოცულობის შავი სამუშაო შეასრულა. ის კარგი იყო რაქებში, მოლებში, შერკინებებში და დერეფანში.

სტუმრებს შერკინებაში პირველ ტაიმშიც არ უჭირდათ, თუმცა 51-ე წუთიდან, მას შემდეგ რაც შეცვლაზე ბურჯები ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი შევიდნენ, ეს უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი დარტყმა გაცვალეს, ხოლო მეორეში მასპინძელთა ერთ ზუსტ 3-ქულიანს სტუმრებმა 5-ით უპასუხეს.

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივმა“ ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელს“ თამაში მეორე ტაიმში შემოუტრიალა და მინიმალური სხვაობით, 29:28 მოუგო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49 წუთი ითამაშა ასიეშვილმა. „ბრივში“ და ზოგადად ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა ბეკოშვილს, რომელიც შესვენებისას შეცვალეს. სტუმართა ბურჯი ყაულაშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

„ბრივი“ შერკინებაში დომინირებდა და 20 წუთის შემდეგ ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით 10:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ „ ლა როშელმა“ სამი ლელო დადო და ტაიმი 22:10 მოიგო. მეორე ტაიმი კვლავ „ბრივის“ აქტიურობით დაიწყო და ასიეშვილის შეცვლამდე ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. მერე „ლა როშელი“ დისციპლინამ დააღალატა და გაეტან ჟერმეინმა სამი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ბროკ ჯეიმსმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და „ბრივი“ ლიდერთა სიახლოვეს რჩება.

პირველ ადგილზე დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონი“, რომელმაც „ბორდოს“ უმასპინძლა, ერთის წილ 5 ლელო დაუდო და 40:16 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 68-ე წუთზე ლელო დადო და ამის შემდეგ შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ბურჯმა ერთი კვირის წინ ლელო „რასინგსაც“ დაუდო. მაყურებელმა პირველ ტაიმში ერთი ლელო იხილა და „ვულკანები“ 16:9 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „კლერმონის“ შერკინებამ დიდი უპირატესობა მოიპოვა და 52-ე წუთზე მორკინალების აქტიურობას მეორე ლელო მოყვა. მომდევნო 4 წუთში გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს, ხოლო 68-ე წუთზე „კლერმონმა“ სტუმრები ლელოდან 5 მეტრში მათსავე შერკინებაში დააჯარიმა, პარამ ბურთი სწრაფად გაითამაშა, ორი დარტყმის შემდეგ ოვალი ზირაქაშვილმა აიტაცა და პრემიალური ლელო დადო. სულ ბოლოს დევიდ სტრიტლიმ მეხუთე ლელოც დადო, თავად დუბლი შეასრულა და გუნდს დიდი სხვაობით მოაგებინა.

ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონი“ ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ ქართველების გარეშე დაუხვდა და 25:20 მოუგო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო კაკოვინი და 62 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი სრულად მასპინძლების იყო და ტაიმი 19:3 დასრულდა. მეორე ტაიმის მე-8 წუთზე „ტულუზმა“ ლამაზი ლელო დადო, რაზეც მიშალაკმა ორი ჯარიმით უპასუხა და 25:10 58-ე წუთზე. მალე „ტულუზმა“ მეორე ლელო დადო და გარდასახა, 71-ეზე ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ეს მხოლოდ პრემიალური ქულის ასაღებად იყო საკმარისი და ფრანგული რაგბის ერთ-ერთმა გრანდმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ „პოს“ ქართველების გარეშე ეწვია და 6:23 დამარცხდა. მასპინძლებმა ორივე ლელო ფეხით თამაშის შედეგად დადეს.

მეორე სათამაშო დღეს, „კასტრმა“ „გრენობლს“ 7 უპასუხო ლელო დაუდო და 46:9 გაანადგურა, ხოლო ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს გასული ჩემპიონატის ფინალისტები შეხვდენან. მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ პარიზში „რასინგს“ ეწვია და ამჯერადაც დამარცხდა - 30:41. აღსანიშნავია, რომ სტუმართა სამ ლელოს მასპინძლებმა 6-ით უპასუხეს და შესაბამისად, პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.

მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ორმა ქართველმა დაიწყო და ბურჯი ჩილაჩავა 49-ე, ხოლო მეორეხაზელი გორგოძე მე-60-ე წუთზე შეცვალეს. თამაში ჩააგდეს სტუმართა უკანახაზელებმა, რომლებმაც შესვენებამდე ინდივიდუალური ბოჭვები გააფუჭეს და შედეგად, „რასინგმა“ 3 ლელო დადო, აქედან ორი არგენტინელმა ხუან იმჰოფმა - 20:6. ტრინ-დუკის კარგი თამაშის შემდეგ „ტულონმა“ ჯონათან პელისეს ლელოთი უპასუხა და ტაიმი 20:16 დასრულდა, მაგრამ თამაშის განახლებიდან 6 წუთში სტუმართა დაცვამ მეტოქე კვლავ უპრობლემოდ გაატარა, მერე ლაულაუმ გაჭრა კარის წინ ხაზი, ხოლო 63-ე წუთზე იმჰოფმა შეასრულა ჰეთ-თრიკი. დასკვნით 10 წუთში ჯერ სტუმართა შერკინებამ გამოიმუშავა საჯარიმო ლელო და მერე ტრინ-დუკის ფეხით შეგორებული ლელოში ბელუამ დაამიწა, მაგრამ ეს არაფრისთვის აღმოჩნდა სამყოფი - 41:30 „რასინგის“ სასარგებლოდ და „ტულონმა“ ხუთიდან სამი თამაში წააგო.

საფრანგეთი. ტოპ 14. V ტური

ლიონი - ტულუზი 25:20

ბეიონი - მონპელიე 9:21

პო - სტად ფრანსე 23:6

ბრივი - ლა როშელი 29:28

კლერმონი - ბორდო 40:16

კასტრი - გრენობლი 46:9

რასინგი - ტულონი 41:30

1.

კლერმონი

5

3

2

0

173:108

18

2

2.

ლა როშელი

5

3

1

1

149:114

16

2

3.

მონპელიე

5

3

0

2

128:83

14

2

4.

ბრივი

5

3

1

1

120:120

14

0

5.

რასინგი

5

3

0

2

117:122

14

2

6.

კასტრი

5

2

1

2

129:87

12

2

7.

სტად ფრანსე

5

2

1

2

139:126

11

1

8.

ტულონი

5

2

0

3

128:127

11

3

9.

ლიონი

5

2

1

2

106:120

11

1

10.

პო

5

2

0

3

90:106

10

2

11.

ტულუზი

5

2

0

3

91:114

9

1

12.

ბორდო

5

2

0

3

103:123

9

1

13.

ბეიონი

5

1

1

3

78:121

6

0

14.

გრენობლი

5

1

0

4

97:177

5

1

VI ტური. 24-25 სექტემბერი

კასტრი - რასინგი, ბორდო - ლიონი, გრენობლი - პო, ლა როშელი - ბეიონი, ტულუზი - სტად ფრანსე, მონპელიე - ბრივი, ტულონი - კლერმონი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096734