დიდი 10

22:49 | 18.09.2016 | ნანახია 2234 - ჯერ

„ლოკომოტივი“ მეორე ტაიმში „დაიქოქა“

თბილისის „ლოკომოტივმა“ მეორე ტაიმში „აკადემიას“ სამი ლელო დაუდო და დედაქალაქურ დერბიში 25:14 იმარჯვა.

„რკინიგზელებს“ პრემიალური ქულის აღებაც შეეძლოთ, მაგრამ სულ ბოლოს მეტოქის მოლს წინ ვერ აღუდგნენ და ის ლელო მიიღეს, რომელმაც „მხატვრებს“ ვერაფერი შესძინა, მათ კი 3-ით მეტი გატანილი ლელოს უპირატესობა დააკარგვინა.

მთლიანობაში, თამაში კარგი სანახავი გამოდგა და მაყურებელმაც არაერთი საინტერესო შეტევა იხილა. პირველ ტაიმში მცირედი უპირატესობა „აკადემიას“ მხარეს იყო, რომელიც განსაკუთრებით რაქებში მძლავრობდა, თუმცა „ლოკომოტივი“ ყველა მიღებულ ქულას კარგი, დალაგებული შეტევით პასუხობდა. სალელოვე შანსები მათ შესვენებამდე ვერ გამოიყენეს, თუმცა მეორე ტაიმში მატჩში გარდატეხა შეიტანეს. აქ დიდი როლი „აკადემიას“ უდისციპლინობამაც ითამაშა, რომელიც ხშირად ჯარიმდებოდა და ყვითელი ბარათით 10-10 წუთით ორი მოთამაშეც დაკარგა. ამ პერიოდში „ლოკომოტივმა“ მხოლოდ ერთი ლელო დადო, თუმცა მეტოქე მოიქანცა და ეს მარცხად დაუჯდა.

მატჩის დებიუტში ტექნიკური წუნი ორივე მხარეს ჰქონდა, მაგრამ „აკადემია“ უფრო მობილიზებული ჩანდა, რაქების გარდა სტატიკაშიც კარგად გამოიყურებოდა და მე-9 წუთზე მათიაშვილმა გასატანი პოზიციიდან ანგარიში გახსნა. „ლოკომოტივი“ აქეცენტს ლელოზე აკეთებდა, მაგრამ პირველ ჯერზე რომ არაფერი გამოვიდა, მე-16 წუთზე ბექა წიკლაურმა კარში დაარტყა და 32 მეტრიდან გაიტანა. „აკადემიამ“ ხანგრძლივი შეტევით უპასუხა, მეტოქის 22-ის ხაზთან დაახლოებით 2 წუთი გაატარა, ჯარიმა გამოიმუშავა და გასატანი პოზიციიდან მათიაშვილმა კვლავ გაიტანა - 6:3. განახლდა თუ არა თამაში „ლოკომოტივმა“ ხელდახელ შეუტია და ლელომდე ცოტა დააკლდა, თუმცა ჯარიმა გამოიმუშავა და წიკლაურმა 27-ე წუთზე კვლავ გაათანაბრა - 6:6.

ამის შემდეგ ნომინალური სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა და წიკლაურს და გიორგი შკინინს ლელომდე ცოტა დააკლდათ. „ლოკომოტივმა“ ჯარიმით დაწინაურებას კიდევ ორჯერ არჩია ლელოზე თამაში, მაგრამ მიზანს ვერ უწია, ხოლო სულ ბოლოს „აკადემიამ“ შორეული არეკნით სცადა წინ გასვლა, ბურთმა კარამდე არ მიაღწია და ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში „აკადემიას“ რაქი ისეთი მძლავრი ვეღარ იყო, ხშირი იყო ჯარიმები და 46-ე წუთზე, ხანგრძლივი ვიდეო-განხილვის შემდეგ, შეცვლაზე შესული გიორგი გოგლიძე რეფერიმ სახიფათო ბოჭვისთვის სინბინში გაუშვა. 4 წუთში მის გზას თორნიკე ზოიძე გაუყვა, რომელიც ხშირი ჯარიმების მსხვერპლი გახდა. და მაინც, 13-კაციანმა „აკადემიამ“ ჯერ თავი დაიცვა კარგად, მერე მეტოქეს დაჯარიმება აიძულა და 53-ე წუთზე კარის წინ 45 მეტრიდან მათიაშვილმა გაიტანა - 9:6. 2 კაცის უპირატესობა „ლოკომოტივმა“ ვადის ამოწურვის ბოლოს მაინც გამოიყენა, დერეფნიდან კარგად შეუტია, ბურთი მარჯვნივ გაგზავნა და შკინინის პასის შემდეგ ფარნა გასვიანი ლელოში შევიდა. წიკლაურს გარდასახვა გაუცუდდა და ასეთი რიცხობრივი უპირატესობის ფონზე, „რკინიგზელებმა“ მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მერე მათიაშვილს საკუთარი ნახევრიდან გაუცუდდა ჯარიმა, ხოლო დასკვნით მეოთხედში „ლოკომოტივის“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 64-ე წუთზე „აკადემია“ კარის წინ 23 მეტრში დაჯარიმდა, პოზიცია დასარტყმელი იყო, თუმცა „ლოკომოტივმა“ ბურთი სწრაფად გაითამაშა, ორჯერ შეცვალა შეტევის მიმართულება და გიორგი გეგიამ ლელო დაამიწა, წიკლაურმა კი, ამჯერად ზუსტად გარდასახა. თამაში რომ განახლდა შკინინმა თავისი ნახევრიდან წამოიწყო კონტრშეტევა და ცენტრალური ხაზი გადალახა, იერიში მარჯვნივ ლევან გოგოლაშვილმა გააგრძელა და ლელოს 5 მეტრამდე მიუახლოვდა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი კვლავ მარცხნივ დაბრუნდა და ბიწაძის პასის შემდეგ შკინინის წინ აღარავინ იდგა, თუმცა მან ბურთი ვერ მიიღო.

ამ კონტრშეტევას ლელო მაინც მოყვა, რადგან „ლოკომოტივს“ ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდა, რომელიც შერკინებაში გაცვალა, 5 მეტრიდან გასვიანმა პირდაპირ შეუტია და დუბლი შეასრულა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა - 25:9. პრემიამდე 2 წუთი რჩებოდა, როდესაც „რკინიგზელებმა“ „აკადემიას“ მოლი ვერ შეაჩერეს და საპასუხო ლელო მიიღეს. ამით „მხატვრებისთვის“ არაფერი შეცვლილა, ხოლო „ლოკომოტივმა“ პრემია დაკარგა და 25:14 მოგებით მხოლოდ 4 სატურნირო ქულა ჩაიწერა.

დიდი 10-ის დებიუტანტმა ქუთაისის „ბაგრატმა“ ელიტაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქუთაისელებმა გასულ სეზონში გავარდნას გადარჩენილი „არმაზი“ თბილისში 22:21 დაამარცხეს. მოიგო ქუთაისის მეორე გუნდმაც „აიამ“, რომელიც მანამდე ორივე შეხვედრის პრემიით მომგებ გორის „ჯიქს“ დაუხვდა და 32:17 სძლია. ამრიგად, სამი ტურის შემდეგ ორი დაუმარცხებელი გუნდი გვყავს - „ლელო-სარასენსი“ და „აია“, ხოლო ბოლნისის „ყოჩები“ და „არმაზი“ გამარჯვების გარეშე არიან.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

III ტური. 18 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“

აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 14:25 (6:6)

აკადემია: 15. მათიაშვილი, 14. ჭუაძე, 13. ხელაია, 12. სანდრო ილურიძე, 11. საბა ილურიძე, 10. დავითაშვილი, 9. მაზმიშვილი; 1. გვარამია, 2. ლომოური, 3. ტიტვინაძე, 4. მოსეშვილი, 5. დავითაძე, 6. ლუარსაბიშვილი, 7. შუბითიძე, 8. ზოიძე.

სათადარიგოები: 16. სულუაშვილი, 17. ქადარაია, 18. მაზმიშვილი, 19. ბერიკაშვილი, 20. გოგოლაძე, 21. ღამბაშიძე, 22. მარგიანი, 23. გოგლიძე.

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. გოგოლაშვილი, 13. ბიწაძე, 12. კავთიძე, 11. შკინინი, 10. აფციაური, 9. ხუციშვილი; 1. ქვათაძე, 2. ელოშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. კოპაძე, 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი, 8. გასვიანი.

სათადარიგოები: 16. მჭედლიშვილი, 17. ტურაშვილი, 18. არაბული, 19. გოგისვანიძე, 20. გ. ელოშვილი, 21. მამუჩარაშვილი, 22. გედეხაური, 23. ნიკოლავა.

თბილისი. „შევარდენი“

არმაზი (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი) 21:22

არმაზი: 15. გიორგაძე, 14. სვანიძე, 13. ლიპარტელიანი, 12. გიგაური, 11. მაჩხანელი, 10. პერანიძე, 9. დვალიშვილი; 1. ჯიბლაძე, 2. ჩომახაშვილი, 3. ვაშაკიძე, 4. ჯიმშელეიშვილი, 5. ფრიდონიშვილი, 6. მამამთავრიშვილი, 7. ხუროშვილი, 8. ბერაძე.

სათადარიგოები: 16. ესართია, 17. ფხაკაძე, 18. გაგნიძე, 19. კაჭარავა, 20. ჭურაძე, 21. კაიფაჯიანი, 22. ხურცილავა, 23. შალიკაშვილი.

ბაგრატი: 15. ოდიშარია, 14. კვერნაძე, 13. ფრუიძე, 12. ცნობილაძე, 11. ტორაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. გოშაძე; 1. ბოგვერაძე, 2. კობახიძე, 3. ჭელიძე, 4. კიკვაძე, 5. არჩვაძე, 6. ცირეკიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე.

სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. გუდავაძე, 18. გ. ტორაძე, 19. ჩიქვინაძე, 20. ხელაძე, 21. იობიძე, 22. თუთბერიძე, 23. ბ. ფრუიძე.

ქუთაისი. „აია არენა“

აია (ქუთაისი) - ჯიქი (გორი) 32:17

აია: 15. მოდებაძე, 14. მანაგაძე, 13. ძნელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. აბრამიძე, 10. ბაბუნაშვილი, 9. თუთბერიძე; 1. ხარებავა, 2. ერემეიშვილი, 3. წაქაძე, 4. მ. ბაბუნაშვილი, 5. ჩიტეიშვილი, 6. გორგასლიძე, 7. შალამბერიძე, 8. ლოსაბერიძე.

სათადარიგოები: 16. ჯინჭარაძე, 17. სალდაძე, 18. რატიაშვილი, 19. რევიშვილი, 20. დანგაძე, 21. კიკვაძე, 22. აბჟანდაძე, 23. ირემაძე.

ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ხუციშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. მაჭარაშვილი, 2. მამრიკიშვილი, 3. გურგენაძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია, 7. დიდებულიძე, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. კაკოვინი, 17. ორაგველიძე, 18. დონაძე, 19. კიკნაძე, 20. ტუჩაშვილი, 21. ბროძელი, 22. სვანიძე, 23. დევსურაშვილი.

18/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

3

3

0

0

2

0

0

66:37

+29

9/1

14

2

აია ქუთაისი

3

3

0

0

0

0

0

68:41

+27

6/4

12

3

ჯიქი გორი

3

2

0

1

2

0

0

68:35

+33

9/2

10

4

ლოკომოტივი თბილისი

3

2

0

1

0

1

0

63:40

+23

7/3

9

5

ბათუმი ბათუმი

3

2

0

1

0

1

0

51:42

+9

5/3

9

6

ბაგრატქუთაისი

3

1

0

2

0

2

0

53:63

-10

4/7

6

7

არმია თბილისი

3

1

0

2

0

1

0

35:50

-15

2/6

5

8

აკადემია თბილისი

3

1

0

2

0

0

0

40:62

-22

3/8

4

9

ყოჩები ბოლნისი

3

0

0

3

0

1

0

33:67

-34

4/8

1

10

არმაზი თბილისი

3

0

0

3

0

1

0

37:77

-40

3/10

1

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

18/09 @ 19.15

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

IV ტური. 24-25 სექტემბერი

ბაგრატი - ყოჩები, ჯიქი - ბათუმი, ლოკომოტივი - აია, ლელო-სარასენსი - აკადემია, არმაზი - არმია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086008