4 ერი

14:17 | 18.09.2016 | ნანახია 1759 - ჯერ

პოქოქმა ხელი მოიტეხა

ავსტრალიის ნაკრების შერკინების მესამეხაზელმა დევიდ პოქოქმა, არგენტინასთან 36:20 მოგებულ შეხვედრაში ხელი მოიტეხა და „უოლაბებს“ „რაგბო ჩემპიონშიპის“ დარჩენილ ორ მატჩში ვეღარ დაეხმარება.

„დევიდს ხელი ჯერ კიდევ მატჩის მსვლელობისას გაუსივდა. პოქოქი დარჩენილ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს“ - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის გამოიძახებს მის შემცვლელად.

შეგახსენებთ, რომ პოქოქამდე ავსტრალიის ნაკრებმა ტრავმებით მეთ გიტო და მეთ ტოომუა დაკარგა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079619