საფრანგეთი ტოპ-14

12:04 | 18.09.2016 | ნანახია 2653 - ჯერ

ტოპ 14: გორგოძე და ჩილაჩავა ერთად იწყებენ [+სთრიმი]

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე და ბურჯი ლევან ჩილაჩავა, საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მეხუთე ტურის მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ.

ესაა ტურის ცენტრალური შეხვედრა და გასული ჩემპიონატის ფინალის გამეორება. ტულონელები პარიზში ჩემპიონ „რასინგს“ ეთამაშებიან, რომელთანაც 24 ივნისს ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ 100 ათასი მაყურებლის წინაშე გადამწყვეტი მატჩი 21:29 დათმეს. მაშინ გორგოძემ მეტოქეს ლელო დაუდო და გუნდი დააწინაურა, თუმცა „ტულონი“ კაცნაკლულ მეტოქესთან მაინც დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გორგოძე და ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში ერთად პირველად არიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება და მისი ხილვა შემდეგ მისამართებზე უნდა იყოს შესაძლებელი:

http://www.vipleague.tv/rugby/417275/1/racing-92-vs-rc-toulonnais-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160918/vv57dde657a4a005.07407951-1431088.html

http://www.sportingvideo.org/20160916/vv57dc0790d74893.00159585-1429185.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100009