დიდი 10

11:24 | 18.09.2016 | ნანახია 2188 - ჯერ

ცენტრალური ქუთაისში და ორი თბილისში

დიდი 10-ის მესამე ტური დღეს სამი თამაშით დასრულდება. ორი შეხვედრა თბილისში, ხოლო ერთი, ცენტრალური, ქუთაისში გაიმართება. წყვილებს თუ გადავხედავთ, ერთმანეთს სასტარტო ორი ტურის შემდეგ ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი გუნდები ეთამაშებიან.

პირველი მატჩი თბილისში, სხვებზე 1 საათით ადრე, 16 საათზე „ავჭალაზე“ დაიწყება და დედაქალაქურ დერბიში „აკადემია“ „ლოკომოტივს“ დაუხვდება. პირველ ტურში ამ გუნდებმა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს - „მხატვრებმა“ ბოლნისის „ყოჩებს“ 26:8, ხოლო „რკინიგზელებმა“ „არმაზს“ 25:7 სძლიეს. მეორე ტურში ორივე დამარცხდა. „ლოკომოტივი“ „არმიას“ „ავჭალაზე“ ფავორიტის რანგში დაუხვდა, მაგრამ არმიელებმა მათ 19:13 სძლიეს. „აკადემია“ „ჯიქს“ გორში, სტადიონის ოფიციალურ გახსნაზე ეწვია და 0:29, თანაც მეტოქეს პრემიაც დაუტოვა. ახლა გუნდებს რეაბილიტაცია სურთ და გულშემატკივარიც საინტერესო ბრძოლის მომსწრე გახდება. რაც შეეხება ადრე დაწყების მიზეზს, ამ თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შედგება.

17 საათზე „შევარდენზე“ იწყება გასულ სეზონში დაქვეითებას გადარჩენილი თბილისის „არმაზისა“ და დიდ 10-ში პირველი ლიგიდან დაწინაურებული ქუთაისის „ბაგრატის“ შეხვედრა. „ბაგრატისთვის“ ელიტაში ეს პირველი გასვლითი თამაშია. საწყის ტურებში გუნდმა ქუთაისში ჯერ ჩემპიონ „ლელო-სარასენსს“ უმასპინძლა და 15:21 დამარცხდა, ხოლო მერე „ბათუმს“ დაუხვდა და აქაც მცირედით, 15:21 წააგო. ამრიგად, „ბაგრატმა“ ადაპტაციის პირობებში 2 ქულა აიღო და ახლა ისიც უნდა გვაჩვენოს, რა შეუძლია სტუმრად თამაშისას. პირველი ორი მატჩი დათმო „არმაზმაც“ – „ლოკომოტივთან“ 7:25 და „ლელო-სარასენსთან“ 9:30, თანაც ქულაც არ აუღია. ახლა ამ გუნდების სეზონის პირველი გამარჯვების აღნიშვნის შანსი აქვთ და ამისათვის მაქსიმუმს გაიღებენ.

17 საათზე ქუთაისში ერთმანეთს ის გუნდები ხვდებიან, რომლებმაც სასტარტო ორი მატჩიდან ორივე მოიგეს. „აიამ“ შინ „ბათუმის“ 16:9 ძლევის შემდეგ, ბოლნისის „ყოჩებს“ 20:15 სძლია და თბილისიდან 4 ქულა წაიღო. გორის „ჯიქს“ მეტოქეზე უკეთესი დასაწყისი ჰქონდა, რადგან მოგებებთან ერთად ორივე მატჩში პრემიაც გაიფორმა. გორელებმა თბილისში „არმიას“ 3 უპასუხო ლელო დაუდეს და 22:3, ხოლო გორში მაყურებელი 4 ლელოთი გაახარეს და „აკადემია“ სულაც „მშრალზე“ დატოვეს - 29:0. რა თქმა უნდა, წარმატებული სერიის გაგრძელება ორივეს სურვილია და ამისათვის გუნდები თავს არ დაზოგავენ.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

III ტური. 18 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

აკადემია: 15. მათიაშვილი, 14. ჭუაძე, 13. ხელაია, 12. სანდრო ილურიძე, 11. საბა ილურიძე, 10. დავითაშვილი, 9. მაზმიშვილი; 1. გვარამია, 2. ლომოური, 3. ტიტვინაძე, 4. მოსეშვილი, 5. დავითაძე, 6. ლუარსაბიშვილი, 7. შუბითიძე, 8. ზოიძე.

სათადარიგოები: 16. სულუაშვილი, 17. ქადარაია, 18. მაზმიშვილი, 19. ბერიკაშვილი, 20. გოგოლაძე, 21. ღამბაშიძე, 22. მარგიანი, 23. გოგლიძე.

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. გოგოლაშვილი, 13. ბიწაძე, 12. კავთიძე, 11. შკინინი, 10. აფციაური, 9. ხუციშვილი; 1. ქვათაძე, 2. ელოშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. კოპაძე, 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი, 8. გასვიანი.

სათადარიგოები: 16. მჭედლიშვილი, 17. ტურაშვილი, 18. არაბული, 19. გოგისვანიძე, 20. გ. ელოშვილი, 21. მამუჩარაშვილი, 22. გედეხაური, 23. ნიკოლავა.

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)

არმაზი: 15. გიორგაძე, 14. სვანიძე, 13. ლიპარტელიანი, 12. გიგაური, 11. მაჩხანელი, 10. პერანიძე, 9. დვალიშვილი; 1. ჯიბლაძე, 2. ჩომახაშვილი, 3. ვაშაკიძე, 4. ჯიმშელეიშვილი, 5. ფრიდონიშვილი, 6. მამამთავრიშვილი, 7. ხუროშვილი, 8. ბერაძე.

სათადარიგოები: 16. ესართია, 17. ფხაკაძე, 18. გაგნიძე, 19. კაჭარავა, 20. ჭურაძე, 21. კაიფაჯიანი, 22. ხურცილავა, 23. შალიკაშვილი.

ბაგრატი: 15. ოდიშარია, 14. კვერნაძე, 13. ფრუიძე, 12. ცნობილაძე, 11. ტორაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. გოშაძე; 1. ბოგვერაძე, 2. კობახიძე, 3. ჭელიძე, 4. კიკვაძე, 5. არჩვაძე, 6. ცირეკიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე.

სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. გუდავაძე, 18. გ. ტორაძე, 19. ჩიქვინაძე, 20. ხელაძე, 21. იობიძე, 22. თუთბერიძე, 23. ბ. ფრუიძე.

ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - ჯიქი (გორი)

აია: 15. მოდებაძე, 14. მანაგაძე, 13. ძნელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. აბრამიძე, 10. ბაბუნაშვილი, 9. თუთბერიძე; 1. ხარებავა, 2. ერემეიშვილი, 3. წაქაძე, 4. მ. ბაბუნაშვილი, 5. ჩიტეიშვილი, 6. გორგასლიძე, 7. შალამბერიძე, 8. ლოსაბერიძე.

სათადარიგოები: 16. ჯინჭარაძე, 17. სალდაძე, 18. რატიაშვილი, 19. რევიშვილი, 20. დანგაძე, 21. კიკვაძე, 22. აბჟანდაძე, 23. ირემაძე.

ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ხუციშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. მაჭარაშვილი, 2. მამრიკიშვილი, 3. გურგენაძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია, 7. დიდებულიძე, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. კაკოვინი, 17. ორაგველიძე, 18. დონაძე, 19. კიკნაძე, 20. ტუჩაშვილი, 21. ბროძელი, 22. სვანიძე, 23. დევსურაშვილი.

საქართველოს პირველობა 2016-17 * დიდი 10

17/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

3

3

0

0

2

0

0

66:37

+29

9/1

14

2

ჯიქი გორი

2

2

0

0

2

0

0

51:03

+48

7/0

10

3

ბათუმი ბათუმი

3

2

0

1

0

1

0

51:42

+9

5/3

9

4

აია ქუთაისი

2

2

0

0

0

0

0

36:24

+12

4/2

8

5

არმია თბილისი ^

3

1

0

2

0

1

0

35:50

-15

2/6

5

6

ლოკომოტივი თბილისი

2

1

0

1

0

1

0

38:26

+12

4/2

5

7

აკადემია თბილისი

2

1

0

1

0

0

0

26:37

-11

2/5

4

8

ბაგრატქუთაისი

2

0

0

2

0

2

0

31:42

-11

1/5

2

9

ყოჩები ბოლნისი

3

0

0

3

0

1

0

33:67

-34

4/8

1

10

არმაზი თბილისი

2

0

0

2

0

0

0

16:55

-39

1/7

0

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

17/09 @ 19.05

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107297