დიდი 10

20:44 | 17.09.2016 | ნანახია 2804 - ჯერ

„ლელო-სარასენსის“ გამარჯვების ურყევი ნება

საქართველოს ჩემპიონმა „ლელო-სარასენსმა“ დიდი 10-ის მესამე ტურში, „არმიასთან“ გამართულ მატჩში გამარჯვებისკენ სწრაფვის ურყევი ნება გამოავლინა, ჯარიმით წონასწორობის აღდგენას და ფრეზე დაყაბულებას ლელოზე თამაში არჩია და მეხუთე თუ მეექვსე ცდაზე მიზანსაც უწია - 15:13.

ეს იყო საინტერესო და დაძაბული ბრძოლა გუნდებისა, სადაც გამარჯვება დაუმსახურებელი არცერთისთვის იქნებოდა, მაგრამ უფრო გამოცდილმა ჩემპიონმა 4-ქულიანი ლელოს დადება ბოლო წუთზე მოახერხა. „არმიას“ ბოლომდე ბრძოლა და მონდომება ერთ პრემიალურ ქულად დაუფასდა, თუმცა ძნელად სავარაუდოა ამით კმაყოფილი დარჩეს, რადგან გამარჯვება ხელიდან „გაწითლებულზე“ გაუშვა.

„ლელო-სარასენსი“ მატჩის დებიუტში ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ ერთი კვირის წინ ვიცე-ჩემპიონ „ლოკომოტივის“ მძლეველი „არმია“ არც ჩემპიონთან აპირებდა რამის დათმობას და მე-10 წუთზე დაწინაურდა. ნომინალურმა მასპინძლებმა ჩემპიონის დაცვის ხაზი ზედ კარის წინ მოარღვიეს და ლელოს მანამდეც დადებდნენ, მაგრამ მეტოქემ მიძალება ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. რეფერიმ შემტევს უპირატესობა მისცა, არმიელებმა ბურთი ფლანგზე ჩაათამაშეს და იქ ლელოში დიმიტრი კალანდაძე შეიჭრა, ხოლო ბექა ურჯუკაშვილმა კიდიდან გარდასახა - 7:3.

„არმიას“ ჭკვიანურად მიყავდა თამაში და ფეხით ტაქტიკური დარტყმებით მეტოქეს საკუთარ ნახევარზე აბრუნებდა. მაგრამ 25-ე წუთზე ალექსანდრე ხეცოიძემ მაინც შეძლო ხაზის გაჭრა და მეტოქის დაცვაში არეულობის შეტანა, რითაც გელა აფრასიძემ ისარგებლა, უკვე მეტოქის 22-ში სწრაფად აიტაცა ბურთი, ორ მცველს შორის გაძვრა და ძელებსშუა შეფრინდა. გარდასახვა „ლელო-სარასენსის“ 9 ნომერმა თავად შეასრულა, თუმცა ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა - ლაშა თავართქილაძის კარგი შეტევის შემდეგ, ბექა ურჯუკაშვილმა კარის წინ 18 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა - 10:10.

მეორე ტაიმის დებიუტში „არმია“ ჯარიმით დაწინაურდა და ეს ანგარიში ტაბლოზე უკანასკნელ წამამდე შენარჩუნდა. მანამდე ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა 55-ე წუთზე ურჯუკაშვილს დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, ხოლო დასკვნით მეოთხედში „ლელო-სარასენსი“ უდიდეს უპირატესობას დაეუფლა და „არმია“ მის ნახევარზე გამოკეტა. საათის თავზე აფრასიძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ლელოდან 3-4 მეტრში შებოჭეს და მისი ოფლოუდი უმისამართო აღმოჩნდა. მერე იყო ჯარიმების აუტში გადატანა და მოლითა და მოკლე დარტყმებით ლელოს დადების 5-6 მცდელობა. „არმია“ თავგანწირვით იცავდა თავს, მაგრამ არც ჩემპიონი აპირებდა ზეწოლის შემცირებას და მცდელობებს ერთიმეორეს მიყოლებით იმეორებდა. ხშირი ჯარიმისთვის „არმიამ“ სინბინით ზურიკაშვილი დაკარგა, უკანასკნელ წამებზე კი, აფრასიძემ მოშიშვლებულ მარცხენა ფლანგზე გაშალა შეტევა და ტაბუცაძემ ის ლელოთი დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა ეს აღარაფერს ცვლიდა და „ლელო-სარასენსმა“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ ამჯერად პრემიის გარეშე - 15:13.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

III ტური. 17 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“

არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 13:15 (10:10)

არმია: 15. მერკვილიშვილი, 14. კალანდაძე, 13. ჯიმშელაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. მესხი, 10. ჭინჭარაული, 9. მახარაშვილი; 1. ხელია, 2. ზურიკაშვილი, 3. კელენჯერიძე, 4. გიგაური, 5. ქარუხნიშვილი, 6. მასხარაშვილი, 7. აზალაძე, 8. თავართქილაძე.

სათადარიგოები: 16. ქიტუაშვილი, 17. ფსუტური, 25. ბარბაქაძე, 26. დაუშვილი, 20. ნახუცრიშვილი, 21. გაბუნია, 22. მამულაშვილი.

1 ლელო: კალანდაძე

1 გარდასახვა: ურჯუკაშვილი

2 ჯარიმა: ურჯუკაშვილი

1 სინბინი: ზურიკაშვილი

ლელო-სარასენსი: 15. ბარკალაია, 14. ტაბუცაძე, 13. ხეცოიძე, 12. ხეცურიანი, 11. ჩიტიძე, 10. ხმალაძე, 9. აფრასიძე; 1. ჯულაყიძე, 2. ჭყოიძე, 3. ქართველიშვილი, 4. ხორბალაძე, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. ბერიაშვილი, 8. მაისურაძე.

სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მარგალიტაძე, 18. დუგლაძე, 19. იორდანიშვილი, 20. ჭეიშვილი, 21. მინდიაშვილი, 22. სიხარულიძე, 23. ზაალიშვილი.

2 ლელო: აფრასიძე, ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აფრასიძე

1 ჯარიმა: აფრასიძე

ბათუმი

ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი) 21:10 (6:3)

საქართველოს პირველობა 2016-17 * დიდი 10

17/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

3

3

0

0

2

0

0

66:37

+29

9/1

14

2

ჯიქი გორი

2

2

0

0

2

0

0

51:03

+48

7/0

10

3

ბათუმი ბათუმი

3

2

0

1

0

1

0

51:42

+9

5/3

9

4

აია ქუთაისი

2

2

0

0

0

0

0

36:24

+12

4/2

8

5

არმია თბილისი ^

3

1

0

2

0

1

0

35:50

-15

2/6

5

6

ლოკომოტივი თბილისი

2

1

0

1

0

1

0

38:26

+12

4/2

5

7

აკადემია თბილისი

2

1

0

1

0

0

0

26:37

-11

2/5

4

8

ბაგრატქუთაისი

2

0

0

2

0

2

0

31:42

-11

1/5

2

9

ყოჩები ბოლნისი

3

0

0

3

0

1

0

33:67

-34

4/8

1

10

არმაზი თბილისი

2

0

0

2

0

0

0

16:55

-39

1/7

0

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

17/09 @ 19.05

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები

18 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)

ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - ჯიქი (გორი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:40 | 17.09.2016
temuchin (431)

როგორ მიხარია აფრასიძის კარგი თამაში, იმედია თავში არ აუვარდება და დიდებულ მორაგბეს მივიღებთ მისი სახით

0.083676