საფრანგეთი ტოპ-14

13:45 | 17.09.2016 | ნანახია 4972 - ჯერ

ტოპ 14: ბეკოშვილის ელიტური დებიუტი და კაკოვინის დაბრუნება [+სთრიმები]

ფრანგული გრანდის, „ტულუზის“ ქართველმა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა მუხლის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და ტოპ 14-ის მეხუთე ტურში მოედანს უბრუნდება.

თბილისის დროით 16:45 საათიდან მისი გუნდი ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონს“ სტუმრად ეთამაშება. სამწუხაროდ, „ლიონის“ ბურჯი ნავროზაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ჯავახია ახალგაზრდული ასაკის გამო პირველი გუნდის წევრად ჯერ არ მოიაზრება და ქართული დაპირისპირება არ შედგება. კაკოვინი „ტულუზში“ მეხუთე წელია თამაშობს, თუმცა ზემოთნახსენები ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში მოედანზე ჯერ არ გვინახავს, ახლა კი, შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში იწყებს.

სამი თამაში თბილისის დროით 20:30 საათზე იწყება და ტოპ 14-ის ყველაზე ქართული კლუბი, მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიე“, რომელსაც სულ მალე შალვა მამუკაშვილიც შეუერთდება, სტუმრად დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონს“ ეთამაშება. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეორეხაზელი მიქაუტაძეა, ხოლო ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი თადარიგში არიან.

სტუმრად თამაშობს ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“, რომელიც „პოს“ ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია.

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივი“ ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელს“ დაუხვდება. ამ მატჩში პირველ ელიტარულ დივიზიონში დებიუტი ექნება 22 წლის ბურჯ ბეკოშვილს, რომელიც გასულ სეზონში ფედერალ 1-ის „შამბერიში“ თამაშობდა, „ბრივს“ სეზონის წინ შეუერთდა და სადებიუტო მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს. მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება ასიეშვილიც, ხოლო სტუმართა ბურჯი ყაულაშვილი თადარიგშია.

დღის ცენტრალურ შეხვედრაში, თბილისის დროით 22:45 საათიდან დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონი“ „ბორდოს“ მასპინძლობს. თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს ზირაქაშვილი.

საფრანგეთი. ტოპ 14. V ტური

17 სექტემბერი

ლიონი - ტულუზი [16:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/417053/1/lyon-vs-toulouse-live-stream-online.html

ბეიონი - მონპელიე [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/417058/1/aviron-bayonnais-vs-montpellier-live-stream-online.html

პო - სტად ფრანსე [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/417056/1/section-paloise-vs-stade-francais-live-stream-online.html

ბრივი - ლა როშელი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/417057/1/ca-brive-vs-la-rochelle-live-stream-online.html

კლერმონი - ბორდო [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/417061/1/asm-clermont-auvergne-vs-bordeaux-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102508