დღეს, თბილისის დროით 18 საათზე, საქართველოს ნაკრების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მესამე ტურის მატჩს გამართავს და სტუმრად „ბათს“ შეხვდება.
ისე, როგორც პირველ ორ ტურში, ბრეგვაძე შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან იწყებს. სასტარტო შემადგენლობაში ქართული ფესვების მქონე ინგლისელი ბურჯი ვალ რაფავა-რუსკინი. „ვუსტერმა“ პირველ ტურში ჩემპიონ „სარასენსს“ 40 წუთი დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 3:6 აგებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ 4 ლელო გაუშვა - 3:35. მეორე ტურში ქართველი ლეგიონერის გუნდი „გლოსტერს“ ამარცხებდა, თუმცა დასკვნითი ნახევარი საათი მოედანზე კაცნაკლული დარჩა, 11-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა - 23:23.
რაც შეეხება მის მეტოქე „ბათს“, მან ჯერ სტუმრად „ნორთჰემპტონს“ სძლია 18:14, ხოლო ერთი კვირის წინ „ნიუკასლი“ 58:5 გაანადგურა და 9 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ხვალ თამაშობს გიორგი ნემსაძის „ბრისტოლი“ და სტუმრად „უოსპს“ თბილისის დროით 17:30 საათიდან ეთამაშება. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ჯერჯერობით ინგლისურ რაგბის ეჩვევა, მეორე გუნდის შემადგენლობაში თამაშობს და პრემიერშიპის განაცხადში არც ამჯერადაა. „ბრისტოლი“ პირველ ტურში „ჰარლიქუინსთან“ 19:21, ხოლო მეორეში „ნორთჰემპტონთან“ 10:32 დამარცხდა.
ინგლისი. ავივა პრემიერშიპი
III ტური. 17 სექტემბერი
ბათი - ვუსტერი [18:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/412911/1/bath-vs-worcester-warriors-live-stream-online.html
ექსეტერი - ჰარლიქუინსი [18:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/412912/1/exeter-chiefs-vs-harlequin-live-stream-online.html
სარასენსი - ნორთჰემპტონი [18:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/412913/1/saracens-vs-northampton-saints-live-stream-online.html
18 სექტემბერი
უოსპსი - ბრისტოლი [17:30 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/412914/1/wasps-vs-bristol-live-stream-online.html
ნიუკასლი - ლესტერი [18:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/412915/1/newcastle-falcons-vs-leicester-tigers-live-stream-online.html
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია