დიდი 10

23:14 | 16.09.2016 | ნანახია 1897 - ჯერ

ვიცე-ჩემპიონის შემდეგ ჩემპიონიც?

17 სექტემბერს დიდი 10-ის მესამე ტური ორი პარალელური თამაშით გაიხსნება. თბილისში საინტერესო ჯახია - დედაქალაქურ დერბიში „არმია“ ქვეყნის ჩემპიონ „ლელო-სარასენსს“ შეხვდება.

„არმია“ გასულ ჩემპიონატში უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდა და მიმდინარე სეზონიც მარცხით დაიწყო, თანაც გორის „ჯიქმა“ პრემიალური ქულაც წაიღო. სამაგიეროდ, ერთი კვირის წინ არმიელებმა ვიცე-ჩემპიონი „ლოკომოტივი“ 19:13 დაამარცხეს, რომელმაც ფინალში „ლელო-სარასენსს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მაგრამ ჩემპიონი სეზონს ჩვეულ ფორმაში შეხვდა და საწყის ორ ტურში „ბაგრატსა“ და „არმაზს“ პრემიალური ქულებით მოუგო, რაც მას რა თქმა უნდა ამ შეხვედრაშიც ფავორიტად აქცევს.

ზემოთ „არმიას“ მიერ „ლოკომოტივის“ ძლევა ვახსენეთ და რა გასაკვირია, რომ მწვრთნელებმა წარმატებული გუნდის სასტარტო შემადგენლობა ხელუხლებლად დატოვეს. „ლელო-სარასენსის“ თავკაცმა ტრადიციას არ უღალატა და მიუხედავად ზედიზედ ორი გამარჯვებისა, შემადგენლობაში როტაციას მიმართა. წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდში ყველა მოთამაშის საქმეში ნახვა სეზონის პირველ ნახევარში ხდება და დასკვნით ფაზას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. თამაში „ავჭალაზე“ 17 საათზე დაიწყება და ერთი საინტერესო დეტალიც - „არმია“ ზედიზედ მესამედ თამაშობს ამ სტადიონზე.

პარალელურად, ბათუმში ადგილობრივი გუნდი ბოლნისის „ყოჩებს“ მასპინძლობს. ზღვისპირელები ამ ჩემპიონატს კიდევ უფრო გაძლიერებული ხვდებიან და იმავე „ყოჩებიდან“ ზაფხულში მგეზავი, ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თემურ სოხაძე გადაიბარა. ზაფხულის შემდეგ, ქვემოქართლელებმა ახლახანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგეს - შალვა მამუკაშვილი სათამაშოდ ტოპ 14-ის „მონპელიეში“ მიდის. გუნდს ბათუმში ვერ გაყვა ეროვნული გუნდის კიდევ ერთი მორაგბე გიორგი ბეგაძე, რომელიც წინა ტურში დაშავდა.

მომავალ თამაშს ორივე გუნდი სახეცვლილი შემადგენლობით ხვდება, ფავორიტი კი, აქ მასპინძელია. სეზონის სტარტზე „ბათუმმა“ ზედიზედ ორჯერ ითამაშა ქუთაისში და „აიასთან“ 9:14 დამარცხდა, ხოლო „ბაგრატს“ 21:16 აჯობა. აღსანიშნავია, რომ „ბათუმს“ დიდი ხნის განმავლობაში საშინაო მატჩების ფოთში ჩატარება უწევდა და ახლა რეალურად მასპინძელი იქნება, რაც მათ მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს. ბოლოდროინდელი დანაკარგები ვახსენეთ და „ყოჩები“ სეზონის სტარტზე ვერც მათთან ერთად ბრწყინავდა - სადებიუტო ტურში „აკადემიასთან“ 8:26 მარცხის შემდეგ, გასულ ტურში „აიასთან“ 15:20 დამარცხდა და ორ თამაშში მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

III ტური. 17 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი

არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

არმია: 15. მერკვილიშვილი, 14. კალანდაძე, 13. ჯიმშელაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. მესხი, 10. ჭინჭარაული, 9. მახარაშვილი; 1. ხელია, 2. ზურიკაშვილი, 3. კელენჯერიძე, 4. გიგაური, 5. ქარუხნიშვილი, 6. მასხარაშვილი, 7. აზალაძე, 8. თავართქილაძე.

სათადარიგოები: 16. ქიტუაშვილი, 17. ფსუტური, 25. ბარბაქაძე, 26. დაუშვილი, 20. ნახუცრიშვილი, 21. გაბუნია, 22. მამულაშვილი, 23.

ლელო-სარასენსი: 15. ბარკალაია, 14. ტაბუცაძე, 13. ხეცოიძე, 12. ხეცურიანი, 11. ჩიტიძე, 10. ხმალაძე, 9. აფრასიძე; 1. ჯულაყიძე, 2. ჭყოიძე, 3. ქართველიშვილი, 4. ხორბალაძე, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. ბერიაშვილი, 8. მაისურაძე.

სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მარგალიტაძე, 18. დუგლაძე, 19. იორდანიშვილი, 20. ჭეიშვილი, 21. მინდიაშვილი, 22. სიხარულიძე, 23. ზაალიშვილი.

ბათუმი. 17:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი)

ბათუმი: 15. ბებიაშვილი, 14. ევგენიძე, 13. გაბროშვილი, 12. დონაძე, 11. მიმონოშვილი, 10. სოხაძე, 9. შამულო; 1. ერისთავი, 2. მატკავა, 3. პატარაია, 4. ცხადაძე, 5. მიქაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ალიქაძე, 8. ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. კვანტიძე, 17. სარჯველაძე, 18. ხოჭოლავა, 19. ფუტკარაძე, 20. კორტავა, 21. თუთბერიძე, 22. ნინიძე, 23. გოგიტიძე.

ყოჩები: 15. მელაძე, 14. ცირეკიძე, 13. ხარშილაძე, 12. გარუჩავა, 11. ნიჟარაძე, 10. გეგენავა, 9. ჯინაშვილი; 1. ჯინჭარაძე, 2. სვანიძე, 3. ხოსიტაშვილი, 4. ეფრემიძე, 5. გოგიძე, 6. გაჩეჩილაძე, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. პირმისაშვილი, 17. ცუცქირიძე, 18. ჯაშიტაშვილი, 19. აფციაური, 20. გუგეშაშვილი, 21. ხიდეშელი, 22. გულმაგარაშვილი, 23. ნიკოლაშვილი.

18 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)

ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - ჯიქი (გორი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.147542