„ოლ ბლექსის“ მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი ინგლისის ნაკრების თავკაცის, ედი ჯონსის სიტყვებს გამოეხმაურა.
ცოტა ხნის ავსტრალიელმა სპეციალისტმა ზელანდიელები შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისი მიზანი სწორედ „ოლ ბლექსის“ დამარცხება და მსოფლიოს პირველ გუნდად ქცევაა.
„ედი ბევრ რამეში მართალია. ნაკლოვანებები ყველა გუნდს აქვს, მათ შორის ახალ ზელანდიასაც, ინგლისსაც და სხვა დანარჩენსაც. ჯონსი განსწავლულია და მას შეუძლია პრობლემების თანმიმდევრულად აღმოფხვრა. ის მართალია მაშინაც, როდესაც ამბობს, რომ ახლა ახალი ზელანდია პლანეტის საუკეთესო გუნდია. „ოლ ბლექსი“ მუდამ ისწრაფვის უკეთესობისკენ და არა მგონია, რომ ედი ჯონსის სიტყვების შემდეგ ძილი დაგვერღვა, ან რაიმეს უფრო მეტად განვიცდით“.
ახალი ზელანდია და ინგლისი მსოფლიო რეიტინგში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. 2016 წელს მათ ერთმანეთთან თამაში არ უწევთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1