ჩემპიონატები

17:07 | 16.09.2016 | ნანახია 2086 - ჯერ

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი რეალობაა

„ტულონის“ პრეზიდენტის, მურად ბუჯელალის სურვილი, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გამართულიყო, როგორც ჩანს რეალობა ხდება, ოღონდ „მსოფლიო რაგბისთან“ ერთად.

ამა წლის ნოემბრამდე ოფიციალური ვერსია უცნობი დარჩება, თუმცა ეტაპობრივად საერთაშორისო გლობალური კალენდარის დეტალები ცნობილი ხდება. ის ძალაში 2020 წლიდან უნდა შევიდეს და Fox Sports-ის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შექმნაზე.

ისევე, როგორც მსოფლიო თასი ნაკრებებს შორის, მისი საკლუბო ანალოგიც ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება და პლანეტის საუკეთესო კლუბის სახელისთვის ტოპ 14-ის, ინგლისი პრემიერშიპის, პრო 12-ის და „სუპერ რაგბის“ მოწინავე გუნდები იბრძოლებენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:10 | 16.09.2016
Kala94 (151)

ვაა საინტერესოა ..

0.083876