კელტების ლიგა

15:31 | 16.09.2016 | ნანახია 2175 - ჯერ

ფეიქრიშვილი „ალსტერშია“, თუმცა დღეს არ თამაშობს [+სთრიმი]

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, „კელტების ლიგის“ ირლანდიურ გუნდ „ალსტერს“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა დღეს „სკარლეტსის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.

28 წლის მორაგბემ კლუბთან 17 დეკემბრამდე კონტრაქტი სეზონის წინ გააფორმა, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ირლანდიაში ჩასვლა დაუგვიანდა და განვლილი ორი თამაში ამის გამო გამოტოვა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ანტონი ვერც უელსური გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:05 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, „ალსტერმა“ ორივე განვლილი თამაში მოიგო და 9 ქულით მეორე ადგილზეა.

დღესვე ქულათა მაქსიმუმით პრო 12-ის ერთ-ერთი ლიდერი, შოტლანდიური „გლაზგო უორიორსი“ უელსში „კარდიფს“ შეხვდება, ხოლო კიდევ ერთი შოტლანდიური გუნდი „ედინბურგი“ ირლანდიურ „ლენსტერს“ მასპინძლობს.

პრო 12. III ტური. 16 სექტემბერი

კარდიფი (უელსი) - გლაზგო (შოტლანდია) [22:00 საათი]

ალსტერი (ირლანდია) - სკარლეტსი (უელსი)[22:05 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/416842/1/ulster-vs-llanelli-scarlets-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160915/vv57da907a7604b9.48370062-1426711.html

ედინბურგი (შოტლანდია) - ლენსტერი (ირლანდია)[22:35 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/416844/1/edinburgh-vs-leinster-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:57 | 17.09.2016
qomagi (248)

წარმატებები ანტონ!!! დაანახე კელტებს ქართველების ძალა!!!

19:07 | 16.09.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ანტონ !

0.080495