4 ერი

14:11 | 16.09.2016 | ნანახია 1748 - ჯერ

მაიკლ ჩეიკა: „თამაშის ხარისხი სასურველისგან ძალიან შორსაა“

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ, ექვსმატჩიანი მარცხიანი სერიის სამხრეთ აფრიკასთან შეწყვეტისა და არგენტინასთან გასამართი შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„შენიშვნა, რომ ჩვენი სათამაშო დონე მაღალი არაა, აბსოლიტურად სამართლიანია. დიახ, უკეთ ვითამაშეთ, თუმცა სასურველისგან ჯერაც ძალიან შორს ვართ. „სამხრეთ აფრიკის დამარცხება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები გადავჭერით. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა თავდაჯერებულობაა. ხშირია მომენტები, როდესაც მორაგბეები ყოყმანობენ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს დაუშვებელია და ყველამ ზუსტად უნდა იცოდეს როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი. მხოლოდ ასე შევძლებთ უფრო ძლიერად თამაშს“ - ამბობს ჩეიკა, რომლის გუნდის ხვალ, თბილისის დროით 14:05 საათიდან არგენტინას პერთში ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081814