4 ერი

10:30 | 16.09.2016 | ნანახია 1445 - ჯერ

ავსტრალიას განახლებული არგენტინა შეუტევს

შაბათს, 17 სექტემბერს, თბილისის დროით 14:05 საათზე პერთში „რაგბი ჩემპიონშიპის“ მეოთხე ტურის მეორე მატჩი დაიწყება. ავსტრალიის ნაკრები, რომელმაც ტურნირში და ზოგადად 2016 წელს პირველი გამარჯვება გასულ შაბათს, სამხრეთ აფრიკასთან მოიპოვა, ახალ ზელანდიასთან 50 წუთი მედგრად მებრძოლ არგენტინას დაუხვდება.

„უოლაბების“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ, გამარჯვებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და სასტარტო 15-ში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - მეორე ხაზში კეინ დუგლასის ნაცვლად თამაშს რობ სიმონსი დაიწყებს. სამი ცვლილებაა სათადარიგოთა სკამზე.

დიდი ცვლილებები და გადაადგილებებია არგენტინის შემადგენლობაში, რომელთა ნაწილი ტრავმებით, ხოლო ნაწილი როტაციითაა განპირობებული. მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ ტრავმირებული მეორეხაზელი გვიდო პეტი ხავიერ დესიოთი შეცვალა, რომელმაც „ოლ ბლექსთან“ მატჩი მესამე ხაზში დაიწყო, ხოლო ფლანკერად ხუან ლეგიზამონი დადგება. ასევე ტრავმირებული შუამარბის, ხუან ერნანდესის ნაცვლად სანტიაგო იგლესიასი ითამაშებს.

ცვლილებები უმეტესად ხაზს შეეხო და მთლიანად შეიცვალა შუამარბთა წყვილი. იგლესიასს მატიას მორონი შეუწყვილდება, რომელიც ერთი კვირის წინ გარემარბი იყო, ხოლო ფლანგზე ლუკას ამოროსინოს ვიხილავთ. მატიას ორლანდოს გარდა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა 9 ნომერმა მარტინ ლანდახომ და მის ნაცვლად შეტევების წამოწყებაზე პასუხისმგებელი ტომას კუბელი იქნება.

რაგბი ჩემპიონშიპი. IV ტური. 17 სექტემბერი

ავსტრალია - არგენტინა [14:05 საათი]

ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. დეინ ჰეილეტ-პეტი, 13. სამუ კერევი, 12. ბერნარდ ფოლი, 11. რის ჰოგი, 10. ქუეიდ კუპერი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. რობ სიმონსი, 5. ადამ კოლემანი, 6. დინ მამი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ტომ რობერტსონი, 19. რორი არნოლდი, 20. ლოპეტი ტიმანი, 21. შონ მაკმაჰონი, 22. ნიკ ფიფსი, 23. ტევიტა კურიდრანი.

არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. სანტიაგო იგლესიასი, 11. ლუკას ამოროსინო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი; 1. ნაუელ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4. ხავიერ დესიო, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან ლეგიზამონი, 8. ფაკუნდო ისა.

სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია,17. ლუკას ნოგუერა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. მარტინ ლანდახო, 22. გაბრიელ ასკარატე, 23. მატიას ორლანდო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.068872