4 ერი

9:47 | 16.09.2016 | ნანახია 1464 - ჯერ

„ოლ ბლექსმა“ ერთი, „ბოკემ“ ორი შეცვალა

ახალი ზელანდიის ნაკრებს „რაგბი ჩემპიონშიპის“ თასის დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. საკმარისია სტივ ჰანსენის შეგირდებმა კრაისტჩერჩში სამხრეთ აფრიკა დაამარცხონ და მათი გადასწრება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

თუ „ოლ ბლექსმა“ ტრადიცია გააგრძელა და წინა სამი მატჩის მსგავსად პრემიალური ქულა ახლაც მიითვალა, მაშინ მდევრებს თეორიული შანსიც აღარ დარჩებათ, 4 ლელოს ვერდადების შემთხვევაში კი, ეს თეორიული შანსი პრაქტიკულისგან იმდენად შორს იქნება, ვარიანტები განსახილველადაც არ ღირს.

ერთი კვირის წინ არგენტინასთან 57:22 მოგების შემდეგ, მომავალი შეხვედრისთვის ჰანსენმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა და ისიც ტრავმითაა განპირობებული. მესამეხაზელი სემ კეინის ნაცვლად ძირითადში სათადარიგოთა სკამიდან არდი სავეა დაწინაურდა. სკამზე მეთ ტოდი გამოჩნდა და იქვე ერთი ცვლილებაცაა - აარონ კრუდენის ნაცვლად შეცვლაზე თავის გამოჩენის შანსი ლიმა სოპოაგას ექნება.

გასულ შაბათს სამხრეთ აფრიკა ავსტრალიაში 17:23 დამარცხდა, თუმცა მასობრივი ცვლილებებისთვის არც ალისტერ კუცეს მიუმართავს. სასტარტო შემადგენლობაში, შერკინების ხაზში სულ ორი ცვლილებაა და ბურჯი ლოურენს ადრიანსეს ნაცვლად ვენსან კოხს, ხოლო მეორეხაზელი ლუდ დე იახერის ნაცვლად პიტერ-სტეფ დიუ ტოის ვიხილავთ. „ბოკეს“ სკამზეც რამდენიმე ცვლილებაა.

თამაში შაბათს, 17 სექტემბერს თბილისის დროით 11:35 საათზე დაიწყება და მის სთრიმებს რამდენიმე საათით ადრე შემოგთავაზებთ.

რაგბი ჩემპიონშიპი. IV ტური. 17 სექტემბერი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა [11:35 საათი]

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. იზრაელ დეგი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რაიან კროტი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი; 1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჟერომ კაინო, 7. არდი სავეა, 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. კოდი ტეილორი, 17. უაით კროქეთი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ლუკ რომანო, 20. მეთ ტოდი, 21. თი-ჯეი პერენარა, 22. ლიმა სოპოაგა, 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი.

სამხრეთ აფრიკა: 15. იოჰან გუსენი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჯესი კრილი, 12. ჟუან დე იონგი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. ელტონ იანტისი, 9. ფაფ დე კლერკი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ადრიან შტრაუსი, 3. ვენსან კოხი, 4. ებენ ეცებეთი, 5. პიტერ-სტეფ დიუ ტოი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. უპა მოჰოჯე, 8. უორენ უაითლი.

სათადარიგოები: 16. მალკოლმ მარკსი, 17. სტივენ კიტსჰოფი, 18. ლოურენს ადრიანსე, 19. ფრანკო მოსტერტი, 20. უილემ ალბერტსი, 21. იაკო კრილი, 22. მორნი სტეინი, 23. დამიენ დე ალენდე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082783