საერთაშორისო

9:03 | 16.09.2016 | ნანახია 1607 - ჯერ

იზრაელ დეგი: „პრესა იშვიათად გვაქებს და ეს ძალიან კარგია“

ახალი ზელანდიის ნაკრების უკანახაზელმა იზრაელ დეგმა გასულ შაბათს „რაგბი ჩემპიონშიპში“ არგენტინასთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ოლ ბლექსის“ მოთამაშეები საქებარ სიტყვებს იშვიათად ისმენენ.

„რაგბი ჩემპიონშიპში“ იოლი თამაშები არ არსებობს. არგენტინასთან მატჩში დაფიქსირებული სხვაობა სულაც არ ასახავს იმ სირთულეს, რომელიც მის მსვლელობას ახლდა. 50 წუთი სერიოზული წნეხის ქვეშ ვიყავით და უამრავი სირთულის გადალახვა მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რა ანგარიშია ტაბლოზე, ჩვენ მუდამ ნაკლოვანებებს ვეძებთ და მათ აღმოფხვრაზე ვზრუნავთ. პრესა და მწვრთნელები იშვიათად საუბრობენ, რომ კარგად ვითამაშეთ. უმთავრესად, ისინი შეცდომებზე მიგვითითებენ და ეს ძალიან კარგია, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება გახდე უფრო ძლიერი და უკეთესი“ - ამბობს დეგი, რომლის ანგარიშზეც 54 კეპი და 98 ქულაა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083872