საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ, პრო დ2-ის მეოთხე ტურში „ბიარიცს“ ლელო საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დაუდო და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, მისმა გუნდმა 23:22 იმარჯვა.
23 წლის მორაგბემ შუამარბის პოზიციაზე სრულად ითამაშა, ლელო კი, ურთულეს სიტუაციაში, პირველხაზელის სტილში შეიტანა. „აჟენი“ 16:22 აგებდა და მოედანზე 12 კაცის ამარა იყო დარჩენილი. მასპინძლებმა 30-ე და 71-ე წუთებზე წითელი ბარათებით ორი მორაგბე დაკარგეს, ხოლო 69-ე წუთზე ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ, რომელიც შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა, ყვითელი მიიღო. 71-ე წუთზე წითლით მეტოქეც დაისაჯა და ის მოედანზე 14 კაცით დარჩა.
77-ე წუთზე ლელოდან 5-მეტრში აგორებულ მოლში უკანახაზელებიც ჩაერთვნენ, მჭედლიძემ მანძილი ბურთით ხელში დაფარა და ლელოში დაამიწა, ხოლო თანაგუნდელმა გარჯა დაუფასა და გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ თაზო, წარმატებები!!! ისე 12 14-ზე დარჩნენ ბოლოს, რა იყო რაგბს თამაშობდნენ თუ ბასტილიას იღებდნენ
ისე ორმაგად მიხარია ხოლმე ხაზის მოთამაშეები რომ გამოიჩენენ თავს ხოლმე, რადგანაც შერკინების მორაგბეები კი გვყავს მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოოო
საინტერესო რამეები მომხდარა უდავოდ და ვიდეოც რომ მოაყოლოთ არ იქნება ურიგოო
ყოჩაღ, ეგეთი რამე ცხოვრებაში 1-ელ თუ მოხდება.
+1