საერთაშორისო

23:27 | 15.09.2016 | ნანახია 1884 - ჯერ

„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ კურსს შეიცვლიან?

„მსოფლიო რაგბის“ არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშოტი, რომელმაც ამ თანამდებობის დაკავებამდე სახელი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკული რაგბის განვითარებაზე ზრუნვით გაითქვა, ამ კონტინენტების რაგბის ქომაგებს ახალ სიურპრიზს უმზადებს.

ცნობილი გახდა, რომ მას აქვს იდეა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ საუკუნოვანი ტრადიცია შეიცვალოს. americanrugbynews-ის ცნობით, არგენტინელმა ფუნქციონერმა „ლომებს“ ახალი გამოწვევა შესთავაზა - ტურნე ამერიკაში.

ჩანაფიქრის დეტალები რა თქმა უნდა უცნობია, თუმცა გარკვეულმა ინფორმაციამ გაჟონა და მის თანახმად, პიშოტს იმედი აქვს, რომ ბრიტანელი და ირლანდიელი უძლიერესი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი 2021 წელს ტურნეზე სამხრეთ აფრიკის ნაცვლად არგენტინასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრება.

აგუსტინის მინიშნებით, მსგავსი ტურნეს დეტალები უკვე შემუშავებულია და მას „მსოფლიო რაგბი“ განიხილავს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:49 | 17.09.2016
qomagi (248)

ფაქტია რომ ეს კაცი იბრძვის ამერიკის გუნდებისთვის საუკეთესო ტურნეებისა და სპარინგების მოწყობაში და ამის ერთი ადგილიც აქვს. არგენტინის გარდა სხვა ამერიკულ ნაკრებებს მთელი 2 თავით ვჯობივართ, მაგრამ ჩვენი აქილევსის ქუსლი ღარიბი ქვეყანა და უფულობაა, თორემ ფინანსურად სტაბილური ქვეყანა რომ ვიყოთ, აქეთ შეგვეხვეწებოდა ბევრი გვეთამაშეთო

00:31 | 16.09.2016
federer (17) (469)

ჯერ უბრალო ბაქიბუქია ეგ ყველაფერი და რა იქნება არავინ იცის

0.091044