საფრანგეთი პრო დ2

16:43 | 15.09.2016 | ნანახია 2392 - ჯერ

ახობაძის დებიუტი და მჭედლიძე სასტარტოში [+სთრიმი]

დღეს ღამით, თბილისის დროით 22:45 საათზე საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მე-4 ტური „აჟენისა“ და „ბიარიცის“ მატჩით გაიხსნება.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში, შუამარბის პოზიციაზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს თამაზ მჭედლიძე. „აჟენის“ განაცხადშია და მისი მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს ბურჯი ვახტანგ ახობაძე, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი გაზაფხულზე, ჯერ კიდევ მაშინ გააფორმა, როდესაც ის ტოპ 14-ში გამოდიოდა.

23 წლის მორაგბეს პრო დ2-ში აქამდეც უთამაშია, ჯერ „ალბის“ და მერე „მასის“ შემადგენლობაში და ამ უკანასკნელის მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში ერთი ლელოც გაიტანა. გასულ სეზონში ახობაძე იმავე „მასის“ შემადგენლობაში მესამე დივიზიონში, „ფედერალ 1“-ში გამოდიოდა. განაცხადში არ არიან გიორგი თეთრაშვილი და გიორგი მარგველანი.

„აჟენმა“ გასული სამი თამაშიდან პირველი „ბეზიესთან“ დათმო, მერე „ალბის“ სძლია, ხოლო გასულ კვირაში სტუმრად „ვანს“ დაუზავდა და 6 ქულით მე-8 ადგილზეა.

საფრანგეთი. პრო დ2

IV ტური. 15 სექტემბერი

აჟენი - ბიარიცი [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/416698/1/agen-vs-biarritz-olympique-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/416698/2/agen-vs-biarritz-olympique-live-stream-online.html

https://1xgimo.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099589