ახალი ზელანდიის ნაკრების ბურჯი ოუენ ფრენქსი ისტორიაში გასაოცარი ანტირეკორდით შევიდა.
28 წლის მორაგბეს, 2009 წლიდან დღემდე „ოლ ბლექსის“ კვართით 83 თამაში აქვს ჩატარებული და წამლად ერთი ლელოც კი არ დაუდია.
„სიმართლე გითხრათ, ამაზე დიდად არ ვდარდობ. ჩემი ამოცანაა, რომ პირდაპირი მოვალეობები კარგად შევასრულო. რა თქმა უნდა, ლელოს გატანა გამიხარდებოდა, თუმცა ამის გარეშეც ღამ-ღამობით უძილობა არ მაწუხებს“ - თქვა ფრენქსმა საკუთარ ანტირეკორდზე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია