ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგლიდერი ახალი ზელანდია შეაფასა.
ავსტრალიელ სპეციალისტს კონკრეტული მიზანი აქვს - დაამარცხოს და ჩამოიტოვოს „ოლ ბლექსი“, მანამდე კი, ზელანდიელთა წარმატების საიდუმლოზე ESPN-თან ისაუბრა.
„ზელანდიელები ძალიან კარგები არიან, თუმცა არა დაუმარცხებლები. ნებისმიერი გუნდის დამარცხება შესაძლებელია. დღესდღეისობით ზელანდიელები მთელს სარაგბო მსოფლიოში ბატონობენ. იაპონიას, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, საქართველოს - ახალზელანდიელები წვრთნიან. ისინი ძალიან ჭკვიანები და წარმატებულები არიან, არა მხოლოდ „სუპერ რაგბიში“, არამედ პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ეს ეხება მოთამაშეებსაც.
ახალი ზელანდიის ნაკრები ყველა სხვა დანარჩენს სამი პროცენტით აღემატება. გარდა ამისა, ყოველ თამაშში „ოლ ბლექსი“ მოწინააღმდეგეს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონს ნაკლოვანებებიც აქვს. ჩვენი მოტივაციაა, რომ ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესოები და ამისათვის საჭიროა ზელანდიელების დამარცხება“ - ამბობს ჯონსი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ინგლისსა და ახალ ზელანდიას ერთმანეთთან თამაში არ მოუწევს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამეტანი მონდომებია
ნამეტანი მოგდის გენაცვალე
სიდან ამდენი ამბიცია ედიკო ბიძია