კელტების ლიგა

1:49 | 9.04.2016 | ნანახია 1200 - ჯერ

„გლაზგოს“ იგივე სცენარი

შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსმა“, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ „ბენეტონთან“, მეორე იტალიური კლუბი „ძებრეც“ მეორე ტაიმში აიკლო და პრემიალური გამარჯვება გაიფორმა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების კვაჭი განაცხადში არც ამჯერად იყო, მისმა თანაგუნდელებმა კი, მასპინძლებისგან პირველ 40 წუთში ორი ლელო გაუშვეს [ლეონარდო სარტო და პალაძინი] და კარლო კანამ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიელთა ლელოებს შორის ერთი ლელოთი თავი ბრაუნმა გამოიჩინა და ტაიმი „ძებრემ“ 14:7 მოიგო.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ „გლაზგომ“ „ბენეტონთან“ ტაიმი 14:16 დათმო და მერე თამაში 38:16 მოიგო. ასე მოხდა ამჯერადაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ „მეომრებმა“ კიდევ უფრო მეტი, 36 უპასუხო ქულა გააკეთეს. ექვსი ლელოდან სამი 11 წუთის ინტერვალში - 46-ედან 57-ე წუთამდე გავიდა და სტუმრებმა პრემიალური ქულა ნაადრევად დაიბევეს. მერე შოტლანდიელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ და ცოტა ხნით „შეისვენეს“, 72-ედან 77-ე წუთამდე კი, მორიგი სამი ლელოს დადებას უკვე 5 წუთი მოანდომეს და ჯამში 43:14 იმარჯვეს.

პრო 12-ში ზედიზედ მეშვიდე მოგებით, „გლაზგომ“ სატურნირო მონაგარი 61 ქულამდე გაზარდა, მესამე ადგილამდე აღზევდა, ლიდერებს ორი ქულითღა ჩამორჩება და დარჩენილ სამ ტურში ოთხეულში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს, რითაც პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს და ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების შანსი ექნება.

გინეს პრო 12. გადადებული მატჩი

ძებრე [იტალია] - გლაზგო [შოტლანდია] 14:43

1.

ლენსტერი [ირლანდია]

19

14

0

5

372:218

63

7

2.

კონახტი [ირლანდია]

19

13

0

6

437:363

63

11

3.

გლაზგო [შოტლანდია]

19

12

1

6

434:346

61

11

4.

სკარლეტსი [უელსი]

19

13

0

6

418:361

58

6

5.

ოლსტერი [ირლანდია]

19

11

0

8

365:258

55

11

6.

მანსტერი [ირლანდია]

19

11

0

8

387:348

53

9

7.

ედინბურგი [შოტლანდია]

19

11

0

8

346:288

52

8

8.

კარდიფი [უელსი]

19

9

0

10

466:396

48

12

9.

ოსპრეიზი [უელსი]

19

9

1

9

377:372

44

6

10.

ნიუპორტი [უელსი]

19

4

0

15

303:383

26

10

11.

ძებრე [იტალია]

19

4

0

15

234:579

19

3

12.

ბენეტონი [იტალია]

19

2

0

17

269:496

16

8

XX ტური. 15-17 აპრილი

ლენსტერი - ედინბურგი, ოსპრეიზი - ბენეტონი, სკარლეტსი - გლაზგო, ძებრე - ოლსტერი, კონახტი - მანსტერი, კარდიფი - ნიუპორტი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078477