საერთაშორისო

18:48 | 14.09.2016 | ნანახია 3673 - ჯერ

გლობალური კალენდარი - „მსოფლიო რაგბის“ საქართველო გამორჩა?

ახალი, საერთაშორისო ტურნირების გლობალური კალენდარი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ოფიციალურად ამა წლის ნოემბერში დამტკიცდება, თუმცა მანამდე ცნობილი გახდა გარკვეული დეტალები.

BBC-ს ინფორმაციით, ივნისის ტესტებზე, მინიმუმ 4 წელიწადში ერთხელ, მატჩების რაოდენობა შემცირდება; როგორც ჩანს, „მსოფლიო რაგბის“ ხელმძღვანელობამ ექვსი ერის ბოსები კალენდრის ვადების შეცვლაზე ვერ დაიყოლია და ტურნირი კვლავინდებურად თებერვალში დაიწყება; უცვლელი დარჩება მსოფლიო თასის ჩატარების ვადებიც; დაახლოებით ერთი თვით გვიან დაიწყება და შესაბამისად, დასრულდება ინგლისის „ავივა პრემიერშიპი“ და პრო 12.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ წყაროს ცნობით, „განვითარებადი ქვეყნები, ისეთები, როგორებიც იაპონია და აშშ არიან, პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან მეტ თამაშს გამართავენ“. განვითარებად ქვეყნებში საქართველოს არყოფნა „მსოფლიო რაგბის“ „დამსახურებაა“ თუ BBC-ს, ჩვენთვის უცნობია. იმედია, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია და შემთხვევითობის შედეგია, პირველი დონის ქვეყნების წარმომადგენლებთან მატჩების რაოდენობის ზრდა კი, „ბორჯღალოსნებსაც“ შეეხება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:02 | 15.09.2016
meleksa (132)

ნოემბერში უნდა მოვჭიმოთ იაპონია უეჭველი, კარგი იქნება თუ შოტლანდიაც წამოგვეგება მათივე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე(სადაც გვიმასპინძლებენ ეგ კაბიანი კვერცხები), სისწრაფეების განვითარებაში რომ არ შეეშალოთ ხელი ისე მერე მოვლენ ჭკუაზე ზოგ ზოგიერთი. მომდევნო წელს კიდე იტალია შეგვახვედრონ და დესერტად მაგათაც მივაყოლებთ.

მანამდე კი გამოფხიზლდეს ყველა და გავიყვანოთ 2 კლუბი ევროთასებზე თორე სირცხვილია უკვე. 1 ცოტაა, მერე ყველას ჩემპიონში მოუნდება გადასვლა და დიდი10 მხოლოდ 1 გუნდის ჩემპიონატი გახდება. ასე რომ აუცილებლად 2 გუნდი მომდევნო წელს ევროთასებზე!!!

15:12 | 15.09.2016
პანტელეიმონი (1218)

აუცილებლად ორი გუნდით ევროტურნირებზე ! ! !

17:53 | 15.09.2016
ogafa (407)

კარგი იქნება

11:01 | 15.09.2016
BEERTRANCE (1073)

მართლაც კარების შემტვრევა მოგვიწევს. და აუცილებელია იაპონიას BDSM მოვუწყოთ.

11:04 | 15.09.2016
meleksa (132)

იაპონელებს უარესად უნდა დავუწვრილოთ თვალები ისე უნდა მივჭეჭყოთ ეგენი 15 ქულაზე მეტით უნდა მოვიგოთ აუცილებლად.

10:32 | 15.09.2016
buratino (480)

მაგენი რაც არიან ისედაც ვიცით, მაგრამ მე ძალიან მაკვირვებს ჩვენი რაგბის კავშირის უმოქმედობა! გია ნიჟარაძე იმიტომაც იყო ძლიერი პრეზიდენტი რომ "ხმალამოღებული იბრძოდა" ჩვენი ინტერესების დასაცავად და ამ "მაძღარ" ევროპელ რაგბის მამებს კარგი გაგებით "აჯანჯღარებდა". ეს გოჩა სვანიძე და მისი გუნდი კი, არ ვიცი მეჩვენება თუ რა არის, თითქოს სხედან კაბინეტებში და იღებენ უზრუნველად კარგ ფულს (რასაც სახელმწიფო და სპონსორები აძლევენ). მეტი აქტიურობა საერთაშორისო სარაგბო სტრუქტურებში ბატონებო!

01:34 | 15.09.2016
LELO_2019 (27)

უნგა გავძუყნოთ რომელიმე ბრიტანული ერი და მერე მოვლენ ჭკუაზე.
კარგი იქნე ეს თუ ინგლისი იქნება და თან თან ისე როცა 6 ერი მოგებული ექნებათ
ტვინი წაიღეს უკვე თავისი კონსერვატორიზმით.

ამას კიდე ისე ვერ მივაღწევთ თუ საკლუბო დონემ არ აიწია, იქნებ სახელმწიფონ პირველ გუნდს მაინც დაუფინანოს ჩელენჯ კაპ-ზე გასვლის ხარჯები.

23:39 | 14.09.2016
orioni (88)

სანამ ინგლისს არ ,,გაუბახებთ'' თავისავე სტადიონზე მანამდე არ იზამენ ესენი ხეირს ვატყობ...მოვა მაგ დროც.

23:32 | 14.09.2016
orioni (88)

ამიტომაც იაპონიას უნდა ,,აუგოთ წესი" თბილისში და მიუჩინოთ ადგილი ჩვენს ქვემოთ. ამერიკა სად გამოაკვეხეს ვითომ ჩვენზე მეტი წინსვლა ქონდეს, მაგრამ რას იზამ ამერიკაა და ხომ უნდა ,,ეპადხალიმონ"...

23:24 | 14.09.2016
krasni (587)

არ უდის ყველაფერ ამას კარგი სუნი, მაგრამ ხელების ჩამოშვება არ ივარგებს, მივყვეთ ჩვენს საქმეს ნაბიჯნაბიჯ. მოვა ჩვენი დროც.

22:58 | 14.09.2016
dinamo222 (692)

რა გინდაათ ალბათ უკვე პირველ დონეში ჩაგვრთეეს ! DDD

21:21 | 14.09.2016
temuchin (431)

ხომ არ გაუბერეს მაგათ საბოლოოდ?

0.096271