4 ერი

17:21 | 14.09.2016 | ნანახია 1523 - ჯერ

არგენტინას ერნანდესი და პეტი დააკლდება

არგენტინის ნაკრებს „რაგბი ჩემპიონშიპის“ მეოთხე ტურში, პერთში ავსტრალიასთან გასამართ მატჩში ერთბაშად ორი მორაგბე დააკლდება.

შუამარბმა ხუან მარტინ ერნანდესმა მყესები დაიზიანა და 17 სექტემბერს მოედანზე ვერ გავა, თუმცა ტრავმა არც ისეთი სერიოზულია, რომ მან მეხუთე ტურიც გამოტოვოს.

მეორეხაზელმა გიდო პეტიმ ახალ ზელანდიასთან შეხვედრისას ტვინის შერყევა მიიღო, შაბათამდე აღდგენას ვერც ის მოასწრებს და „უოლაბებთან“ მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ „პუმებმა“ ტრავმირებული მოთამაშეების შემცვლელად არავინ გამოიძახეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.160475