ფიჯის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების წევრის, მასივესი დაკუვაკას საცხოვრებელი სახლი გასულ კვირაში მძარცველებმა გაქურდეს.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. მოპარული ნივთების სია არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ წაღებულია ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი, რომელიც დაკუვაკამ ზაფხულში რიოში მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ფიჯის 7-კაცა ნაკრები დღემდე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქვეყანას ოლიმპიური მედალი მოუპოვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია