სტატიები

12:03 | 14.09.2016 | ნანახია 1523 - ჯერ

გრეჰემ ჰენრის სამწვრთნელო მოსაზრებები

გთავაზობთ ცნობილი ზელანდიელი სპეციალისტის გრეჰემ ჰენრის მოსაზრებებს სამწვრთნელო მეთოდიკის საჭირბოროტო საკითხებზე.

გრეჰემ ჰენრგი დაიბადა 1946 წლის 8 ივნისს, ზელანდიის ქალაქ ქრაიზჩერჩში. ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2004-2011 წლებში. მწვრთნელის ამპულაში აქვს 103 კეპი და 88 გამარჯვება, დასახელებული იყო IRB ის წლის საუკეთესო მწვრთნელად: 2005, 2006, 2008, 2010, 2011 წლებში.

სამწვრთნელო კარიერა

1973–81 ოკლენდის სკოლა

1982–91 კინსტონის ვაჟთა საშუალო სკოლა

1992–97 ოკლენდი

1996-98 ზელანდიური ბლუზი

1998–2002 უელსის ეროვნული ნაკრები

2001 ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები

2004–11 ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები

2012–13 არგენტინა (დამხმარე მწვრთნელი)

2016- ლენსტერი (კონსულტანტი)

სეზონის დაგეგმვა

მწვრთნელმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მოთამაშეების ყოფას მოედნის გარეთ. ვფიქრობ სამწვრთნელო მუშაობის ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამ სამუშაოს თავს კარგად გაართმევ ეს დაეხმარება შენს გუნდს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში.

მე შევეცდები დაგანახოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოედანზე მიღწეული წარმატებისათვის მოედნის მიღმა მუშაობა, ეს გეხება არა მხოლოდ შენ როგორც მწვრთნელს, არამედ მთლიანად გუნდს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს და მენეჯმენტს. როგორ უნდა მიაღწიოთ ამას? ამისათვის უნდა შეარჩიო საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან გუნდის გაწვრთნაში. არ ააქვს მნიშვნელობა რა დონის მწვრთნელი ხარ, უნდა შეძლო და აღმოაჩინო შენი გუნდის ლიდერი, მარტინ ჯონსონი, ჯონ სმიტი, რიჩი მაქოუ ეს ის მოთამაშეები არიან რომლებსაც შეუძლიათ გაუძღვენ გუნდს. მწვრთნელი უშუალოდ სათამაშო არეში არ იმყოფება, ამიტომ მინდორზე გვჭირდება მოთამაშე რომელიც წარმართავს თამაშს ისე როგორც ჩვენ გვინდა.

კონტიგენტის სწორად შერჩევა

ვფიქრობ სწორად შერჩეული კონტიგენტი გუნდის წარმატების წინაპირობაა. მენეჯმენტის, მოთამაშეების და მწვრთნელთა შტაბის ერთიანობა არის წარმატების გარანტი.

წარმატების ფორმულა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

შექმენი ძლიერი სამწვრთნელო/მენეჯმენტის შტაბი

აარჩიე რაც შეგიძლია საუკეთესოები

აარჩიე საჭირო მოთამაშეები/ იყავი კავშირში მათთან

გამოარჩიე მთავარი მოთამაშეები/ლიდერები

სეზონის დაყოფა

პერიოდიზაცია: განვიხილოთ სამი პერიოდი/ეტაპი

სეზონის წინა მომზადებისას პირველ ეტაპზე ძირითადი ყურადღება ეთმობა მოთამაშეთა ინდივიდუალურ ფიზიკურ მომზადებას

მოსამზადებელი თამაშები + ფიზ.მომზადება

სეზონის თამაშები: სეზონი 3 თამაშიან ციკლებად იყოფა და ყველა ციკლისათვის ცალკე დგება საწვრთნელი პროცესის სტრატეგიული გეგმა

გეგმის შედგენისას ვითვალისწინებთ შემდეგ საკითხებს: მოთამაშეთა ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება, მათი ურთიერთ შეთამაშება

ახალი ციკლის შედგენამდე შეფასდეს განვლილი ციკლი, დაიგეგმოს ახალი ციკლი

სეზონამდე მოსამზადებელი თამაშები და სელექცია

სეზონის წინა თამაშებს გუნდი შემდეგი მიზნების მისაღწევად იყენებს:

ფიზიკური კონდიციების ამაღლება, მოთამაშეების სათამაშო ფორმაში მოყვანა

სტრატეგიის შემუშავება/დახვეწა ეს პერიოდი ძალიან კარგია რათა ჩამოაყალიბო შენი სათამაშო გეგმა

სელექცია

სეზონამდე თამაშები ერთგვარი სასელექციო მანქანაა, გამოარკვიე ვინ არის შენი ძირითადი 15 მოთამაშე. აარჩიე ნიჭიერი (ხასიათის ჩამოყალიბებას ამ მოთამაშეში შეძლებ). მწვრთნელის მოვალეობაა განავითაროს ნიჭერი მოთამაშე.

სელექციისას ხშირად მწვრთნელებს უწევთ არჩევანი გააკეთონ ნიჭიერ ან ხასიათიან მოთამაშეს შორის. ასეთ შემთხვევაში ვურჩევ აქცენტი ნიჭიერ მოთამაშეებზე გააკეთონ, რადგანაც ნიჭს ვერ შეიძენ, ხოლო ხასიათის გამომუშავება შეიძლება. ასე რომ მე მიმაჩნია, მწვრთნელისთვის მთავარია შეძლოს ნიჭიერი მოთამაშის განვითარება.

ორ მხრივად მართვადი გუნდი

ეს ნიშნავს მოთამაშეთა მონაწილეობას გუნდის მართვაში. გუნდის ლიდერმა მოთამაშეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ როგორც მთლიანი სეზონის ასევე ცალკეული თამაშების დაგეგმვაში. როგოც წესი ლიდერი მოთამაშეების ჯგუფი გუნდში თავისთავად ყალიბდება.

ლიდერი მოთამაშის როლი

იყოს საუკეთესო მოთამაშე მინდორზე

დაეხმაროს თამაშის გეგმის რეალიზებას მინდორზე

ხელი შეუწყოს ახალი მოთამაშეების გუნდში ინტეგრირებას

ერთგვარი პოლიტიკა- საწინააღმდეგო აზრი და ნდობით აღჭურვა

კვირის გეგმა

პირველ რიგში უნდა გამონახო დრო რომ გაარჩიო ბოლო თამაში, ვიდეო ანალიზიდან გამომდინარე დააკვირდე თუ რა იყო კარგი მხარე და რაზე გაქვს სამუშაო. ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ თითოეული თამაშით, უნდა ვეცადოთ რომ უკეთესი და კეთესი გავხდეთ ყოველ დღე. ასე რომ ისწავლე ბოლო თამაშისგან, და შემდეგ როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ ვარჯიშებზე გადაიტანე ყოველივე. ვარჯიშები რომლებიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს როგორიც არის: შერკინება, დაცვაში მუშაობა და ა.შ. უნდა კეთდებოდეს კვირის დასაწყისში, ხოლო არა კონტაქტური კვირის ბოლოს.

არაფერი არ უნდა იყოს გაურკვეველი ყველამ უნდა გაინაწილოს როლი და პასუხისმგებლობა.

დაუთმე ცალკე დრო ბოლო თამაშის განხილვას

ფიზიკური კონტაქტი კვირის დასაწყისში (მაგ. შერკინება, დაცვა)

შეტევითი სტრატეგია კვირის ბოლოს (ნაკლებად კონტაქტური)

როლისა და პასუხისმგებლობის ნათლად განსაზღვრა

მოტივაცია

წარმატების მისაღწევად საჭიროა მოტივირებული გუნდი

მოტივაცია ეს ის ასპექტია რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჭირდება გუნდს, გუნდი ყოველთვის უნდა იყოს მოტივირებული.

შეინარჩუნე ინტენსიობა- სათამაშო კვირაშიც და არა სათამაშო კვირაშიც

სეზონის დაწყებამდე შექმენი სავარჯიშო კულტურა რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ყველასათვის მთელი სეზონის მანძილზე

თამაშისათვის ფსიქოლოგიური მომზადება იწყება კვირის დასაწყისში და არა თამაშის წინა დღეს

მთელი კვირა შეინარჩუნე სათამაშო განწყობა

ყოველ ვარჯიშზე გააკეთე შენი მაქსიმუმი [1]

ვიდეო განხილვა

მე ვფიქრობ ვიდეო ანალიზი ძალზედ მნიშვნელოვანია, და შევეცდები გიამბოთ თუ როგორ დაგეხმარებათ იგი მუშაობაში.

ვიდეო განხილვა დახლოებით 25%-ით ზრდის მოგების შანს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს თავისი ვიდეო ანალიტიკოსი ჰყავს, ამავდოულად მეთვითონაც ვარჩევ თამაშს, რათა კარგად დავინახო ის შეცდომები რაც დავუშვი ბოლო თამაშზე. მაღალი დონის თამაშებში ყველაფერი ზუსტად უნდა გათვალო და ვიდეო ანალიზი ერთერთი კომპონენტია რომელზეც მოედნის გარეთ უნდა იმუშაო რომ მოედანზე მიაღწიო წარმატებას.

როგორც შენი გუნდის ვიდეო ანალიზს აკეთებ, ასევე მონიწააღმდეგის ვიდეო ანალიზიც გააკეთე თუ ეს შესაძლებელია

აიღე საკუთარ თავზე სწორი ანალიზის გაკეთების პასუხისმგებლობა

ინფორმაცია წარმატების საწინდარია

როგორ ჩავატაროთ ვარჯიში

რამდენ ხნიანი უნდა იყოს ვარჯიში? რაზე უნდა იმუშაო და რატომ?

ყოველი ვარჯიში აუცილებლად უნდა დაიგეგმოს, რადგანაც თამაში 80 წუთი გრძელდება, ჩემი აზრით ვარჯიშიც 80 წუთი უნდა გრძელდებოდეს, თუმცა ხშირად ამ დროს ვაჭარბებთ ხოლმე და ვარჯიში 2 საათი გრძელდება, რაც ვფიქრობ დროის ფუჭი კარგვაა, სწორედ ამიტომ, საჭიროა ვარჯიშის დეტალური დაგეგმვა. თუ გვსურს ვიყოთ მომთხოვნი მოთამაშეების მიმართ, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ მომთხოვნი. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორია თქვენი „სხეულის ენა“ მოთამაშეებთან ურთიერთობისას როგორ მიმართავთ მათ, როგორია თქვენი ხმის ტემბრი, ჟესტიკულაცია და ა.შ.

გახურება- აუცილებელია თამაშთან მიახლოებული აქტივობებით

ინდივიდუალური უნარებზე მუშაობა

გუნდურად/ჯგუფურად შესრულებული უნარებზე ვარჯიში

შეტევისა და დაცვის მოქმედებები საბაზო კომბინაციებში

ვარჯიშის გეგმაში ნათლად არის გაწერილი რომელი მწვრთნელი როდის რას აკეთებს

რაგბის განვითარების ჯგუფი

https://www.facebook.com/notes/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98-rugby-development/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9B-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98/1062537307159273?__mref=message_bubble


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082895