საფრანგეთი ტოპ-14

17:30 | 13.09.2016 | ნანახია 2155 - ჯერ

ნარიაშვილი და ზირაქაშვილი მე-4 ტურის სიმბოლურში

საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ბურჯი მოხვდა.

პირველ ნომერზე სპეციალისტებმა „მონპელიეს“ მარცხენა ბურჯი, მიხეილ ნარიაშვილი შეარჩიეს. ის „პოსთან“ 41:13 მოგებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად, ძლიერი იყო ახლო ბრძოლებში.

3 ნომერზე, ანუ მარჯვენა ბურჯად რჩეულთა შორისაა „კლერმონელი“ დავით ზირაქაშვილი. მისმა გუნდმა ჩემპიონი „რასინგი“ 47:10 დაამარცხა. სტუმართა სამოელმა ბურჯმა ვილიამუ აფატიამ შერკინებაში ქართველის მიწოლას ვერ გაუძლო და სინბინით დაისაჯა, ხოლო 56-ე წუთზე ზირაქაშვილმა ლელო დადო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:04 | 13.09.2016
Kala94 (151)

საღოლ ლომებო ! წარმატებები !

18:22 | 13.09.2016
federer (17) (469)

ნარიაშვილი უკვე კარგა ხანია საუკეთესოა თავის პოზიციაზე და უკვე ჩვეულებრივი ამბავია მისი სიმბოლურებში მოხვედრა.
ზირაქამ კი ნაადრევი გადაწყვეტიება მიიღო მგონიაა, კაცი ჯერ კიდევ ხოდზეა და არავის არაფრით არ ჩამოუვარდება და კიდევ გამოადგებოდა ჩვენს ნაკრებს

0.094404