ინგლისი

20:49 | 12.09.2016 | ნანახია 1371 - ჯერ

„ვუსტერის“ ფრე და შეუჩერებელი „სარასენსი“

ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ „გლოსტერს“ დასკვნითი მეოთხედის წინ 11-ქულიანი სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 23:23.

საქართველოს ნაკრების კვაჭი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო და მიუხედავად მცირე დროისა, 4-ჯერ შეუტია, რომლის დროსაც ჯამში 7 მეტრით წინ წაიწია. გარდა ამისა, მან 4 ბოჭვა შეასრულა და დერეფანში 2-ჯერ ზუსტად ააგდო ბურთი. „ვუსტერმა“ პირველ ტაიმში ორი უპასუხო ლელო დადო და ტაიმი 15:6 მოიგო. 52-ე წუთზე სამოელი ფაოსილივა, რომელმაც მეტოქეს სახეში იდაყვი უთავაზა, წითელი ბარათით გავარდა, თუმცა „ვუსტერმა“ მალევე მესამე ლელო დაამიწა და 20:9 დაწინაურდა. „გლოსტერმა“ მეტობა კარგად გამოიყენა და ორი ლელო დადო, თანაც ორივე გარდასახა, თუმცა მათ შორის ჯარიმა გაუშვა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

ჯამში ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მეორე ტურში 33 ლელო გავიდა, თუმცა დამრტყმელებმა ვერ ივარგეს და მხოლოდ 22 გარდასახვა გამოიყენეს. მათ ანგარიშზე 22 ჯარიმა და 1 არეკნია. 2 მოთამაშე წითელი, ხოლო 8 ყვითელი ბარათით დაისაჯა.

გიორგი ნემსაძის „ბრისტოლი“ „ნორთჰემპტონს“ ქართველი ლეგიონერის გარეშე დაუხვდა და 22 წუთში 3 ლელო გაუშვა - 3:25. სამივე ლელო ლეგიონერების ანგარიშზეა, ჯერ უელსელმა ჯორჯ ნორთმა გამოიჩინა თავი, მერე „ნორთჰემპტონის“ ახალწვეულმა, ფრანგმა ლუი პიკამოლმა ინგლისში პირველი ლელო მიითვალა და მერე ფლანგზე სამოელი კენ პისი გაიქცა. მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო მასპინძლებმა ერთი ლელო რომ გაქვითეს, თუმცა მერე ქულაც ვერ აიღეს, ხოლო გაწითლებულ დროზე მეოთხე ლელო გაუშვეს და 10:32 მარცხთან ერთად, მეტოქეს პრემიაც გაატანეს.

ჩვენებური „ლელოს“ მეგობარი „სარასენსი“ სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვდა და ზედიზედ მეორე თამაში მოიგო პრემიალური ქულით. ჩემპიონი „ექსეტერს“ ეწვია და 5 ლელო დაუდო, თავად კი, მხოლოდ ერთი გაუშვა - 34:13. სტუმრები 18 წუთის შემდეგ ორი ლელოთი 12:0 იგებდნენ, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუშვეს. მეორე ტაიმში, 3-წუთიან ინტერვალში, „სარასენსმა“ კიდევ ორი ლელო დადო, 27:6 დაწინაურდა და პრემიაც ნაადრევად გაინაღდა. „ექსეტერმა“ ერთადერთი ლელო 69-ე წუთზე დადო, თუმცა ბოლოს მეხუთე თავად გაუშვა და პრემიის აღებაზე ფიქრიც დაასრულა.

„სეილისა“ და „ჰარლიქუინსის“ შეხვედრაში რეფერიმ სამი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა. წითელი და ორი ყვითელი სტუმრებმა დასკვნით ნახევარ საათში მიიღეს. მასპინძლები 9:0 დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმი მხოლოდ 2 ქულით მოიგეს. სამაგიეროდ, 51-ე წუთზე მათ საპასუხო ლელო დადეს, 57-ე წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა - 19:10.

„ბათმა“ „ნიუკასლს“ თითო ტაიმში 4-4 ლელო დაუდო და 58:5 გაანადგურა. პირველი ტურის მატჩის მსგავსად, „ლესტერ თაიგერსი“ „უოსპსთან“ 45 წუთის შემდეგ 8:27 ჩამორჩა. „ვეფხვებმა“ კლანჭები გამოაჩინეს და 63-ე წუთისთვის სხვაობა უკვე მხოლოდ 5 ქულას შეადგენდა, მაგრამ ამჯერად დაბრუნება აღარ შედგა, ბოლო წუთზე ჯიმი გოფერთიმ ლელო იქით გაიტანა და „უოსპსმა“ 34:22 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებმა 4 ლელო დადეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

II ტური

ვუსტერი - გლოსტერი 23:23

სეილი - ჰარლიქუინსი 19:10

ბათი - ნიუკასლი 58:5

ლესტერი - უოსპსი 22:34

ბრისტოლი - ნორთჰემპტონი 10:32

ექსეტერი - სარასენსი 13:34

1.

სარასენსი

2

2

0

0

69:16

10

2

2.

ბათი

2

2

0

0

76:19

9

1

3.

უოსპსი

2

2

0

0

59:42

9

1

4.

ნორთჰემპტონი

2

1

0

1

46:28

6

2

5.

სეილი

2

1

0

1

36:29

5

1

6.

ლესტერი

2

1

0

1

60:65

5

1

7.

ჰარლიქუინსი

2

1

0

1

31:38

4

0

8.

ნიუკასლი

2

1

0

1

24:75

4

0

9.

გლოსტერი

2

0

1

1

54:61

4

2

10.

ვუსტერი

2

0

1

1

26:58

2

2

11.

ბრისტოლი

2

0

0

2

29:53

1

1

12.

ექსეტერი

2

0

0

2

33:59

1

1

III ტური. 16-18 სექტემბერი

სეილი - გლოსტერი, ბათი - ვუსტერი, ექსეტერი - ჰარლიქუინსი, სარასენსი - ნორთჰემპტონი, უოსპსი - ბრისტოლი, ნიუკასლი - ლესტერი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.135601