ამბები

19:05 | 12.09.2016 | ნანახია 3161 - ჯერ

დასაბამიდან 27 წელი გავიდა

დღეს, 12 სექტემბერს, 25 წელი სრულდება "ბორჯღალოსნების" პირველი ტესტიდან:

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად შედგენილმა რაგინდარა სახეობის ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში უმასპინძლა ზიმბაბვეს და 16:3 გაიმარჯვა.

ასე გადაიდგა პირველი ნაბიჯი ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებისკენ, რაც 1992 წლის 27 თებერვალს, ირბ-ის წევრად გახდომით დაგვირგვინდა.

მას აქეთ საქართველო

* 5-ჯერ (2003 2007 2011 2015 2019) გავიდა რაგბის მსოფლიო თასზე.

ბორჯღალოსნებმა

* 14 გათამაშებაში 9-ჯერ (2001 2007/8 2009 2011 2012 2013 2014 2015 2016) მოიპოვეს "ერთა თასი"

* 6-ჯერ (2001 2008 2011 2014 2015 2016) შეასრულეს სლემი (ძლიეს ყველა მეტოქე)

* 10-ჯერ (2005 2007 2008 2009 2011 2012 2013 2014 2015 2016) შემართეს რუმინეთთან საცილო "ანთიმოზ ივერიელის თასი" და

სულ ჩვენი სასახელო გუნდის ბალანსია

192 ტესტი: 117 მოგება - 68 წაგება * 7 ფრე, ბორჯღალიანი კვართი კი 238 მოთამაშეს სცმია.

რაგბის კავშირი ულოცავს სრულიად რაგბის თემსა და სპორტულ საზოგადოებას ბორჯღალოსნების იუბილეს და საგანგებო მადლობას უძღვნის პირველი გამარჯვების შემოქმედ გუნდს.

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქ: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი^კაპ (16 კახა მაჩიტიძე 33) 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე / 1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესარიონ ლილუაშვილი (21 გელა ფირცხალავა 71) 4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (20 თამაზ ოდიშარია 49) 6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური * მრქ) 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი * მწვ) დავით კილასონია, დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი - ლ: ჯგუფური (ძაგნიძე) 4ჯ: ძაგნიძე

ზიმ - ჯ: ფერეირა

რეფ გოჩა აბაშიძე @ სამ 12/09 1989; ქუთაისი, ცენტრალური (წვიმა, 12 ათასი)

0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56) ^ იმხანად ლელო 4 ქულად ფასობდა

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:32 | 13.09.2016
tengocie (60)

გილოცავთ ყველას. რაგბის კავშირით დაწყებული ფორუმელებით დამთავრებული.

10:27 | 13.09.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია მომავალი ერთა თასის გათამაშების 1 მატჩI შეხვდება ქუთაისს.

0.087058