10 სექტემბერს ყვარელში, ყვარლის ციხის ტერიტორიაზე Red Bull Lelos - სამოყვარულო რაგბის ჩემპიონატის საქართველოს ფინალი გაიმართა. მონაწილეობა 16 გუნდმა მიიღო. გამარჯვებული გახდა გუნდი „Children“, რომელმაც ფინალურ რაუნდში „ელიტა“ ანგარიშით 27:5 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს თასი და 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცა.
ფინალისტი გუნდები რეგიონალური ეტაპების შედეგად შეირჩა, რომლებიც 3 სექტემბერს ქუთაისში (დასავლეთ საქართველოს ეტაპი) და 4 სექტემბერს თბილისში (აღმოსავლეთ საქართველოს ეტაპი) გაიმართა. ქუთაისის შესარჩევი ეტაპიდან ფინალში 4 გუნდი, თბილისიდან კი 10 გუნდი გადავიდა. დანარჩენი 2 გუნდი ფინალში wild card-ის მეშვეობით მოხვდა: ქალ მორაგბეთა ნაკრები „გენდერი“ და ყვარლის სარაგბო გუნდი.
შეჯიბრი იმით გამოირჩევა, რომ მასში რაგბის სხვადასხვა სახეობებია გაერთიანებული: თითო გუნდში 5 მოთამაშეა, მათ შორის უმაღლესი ლიგის 1 მოთამაშე; თამაშის ხანგძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი); შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით.
Red Bull Lelos პირველად 2015 წელს ჩატარდა. პროექტის მიზანია გახდეს ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი საქართველოში.
Red Bull Lelos-ს წელს განსაკუთრებული სტუმრებიც ჰყავდა. ყვარელში შეჯიბრის საყურებლად და სატესტო თამაშის ჩასატარებლად დასავლეთ საქართველოს ლელო ბურთის ორი ნაკრები გუნდი ჩამოვიდა.
ფინალური თამაშების შედეგები
მეოთხედფინალები
საქართველოს უნივერსიტეტი - ელიტა 10:12
აკადემია - Suicide squad 23:0
თაღლითები - Children 6:18
მიიღე-გაუშვი - Warriors 27:15
ნახევარფინალები:
ელიტა - აკადემია 6:5
Children - მიიღე გაუშვი 18:5
ფინალი:
Children - ელიტა 27:5
შეჯიბრში მონაწილეობის წესები:
- სტადიონის ზომაა 35x35
- თამაშის ხანგრძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი); შესვენება - 1 წუთი ტაიმებს შორის
- გუნდში დასაშვებია მხოლოდ ერთი უმაღლესი ლიგის მოთამაშე
- ფრეს შემთხვევაში მოქმედებს "Golden Try"-ს პრინციპი. თამაშის დროის ამოწურვის შემდეგ ორივე გუნდს წუთში ერთხელ აკლდება თითო მოთამაშე
- შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით, წაგებული გუნდი ტოვებს შეჯიბრს
- მოლი და რაქი არ არის დაშვებული
- დაშვებულია 3 შეხება მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებთან
- ხელით შეხება დაშვებულია მხოლოდ წელს ზევით
- შეხების შემთხვევაში დაცვა ბრუდნება 2 მეტრით უკან
- ოფსაიდის შემთხვევაში შემტევ გუნდს ეძლევა ერთი დამატებითი შეტევის უფლება
- ბურთის დავარდნის შემთხვევაში ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს
- გუნდს ეძლევა დამატებითი ქულა ლელოს ცენტრში დადების და ფეხით გადაკიდების შემთხვევაში - თუ დაიდება ლელო ისე, რომ ბურთი ძირს არ დავარდეს
- ლელო - 5 ქულა, ბონუს ქულა -2
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია