საფრანგეთი ტოპ-14

11:46 | 11.09.2016 | ნანახია 6282 - ჯერ

საფრანგეთი: ლობჟანიძის ელიტური დებიუტი და შარიქაძის დაბრუნება [+სთრიმი]

მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეს, ვისაც მსოფლიო თასებზე უთამაშა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს, დღეს ელიტურ რაგბიში დებიუტი ექნება.

2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მან კონტრაქტი ტოპ 14-ის „ბრივთან“ გააფორმა. ასაკიდან გამომდინარე, შეთანხმება „ესპუარების“ გაფორმდა, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ლობჟანიძეს მაინცდამაინც მეორე გუნდში მოუწევს თამაში. ის „ბრივს“ კონტრაქტის გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ზაფხულში შეუერთდა, ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დაჭირდა და დღეს გუნდის განაცხადში, თადარიგშია.

ტოპ 14-ის მე-4 ტურში, მოულოდნელი ლიდერი „ბრივი“, რომელმაც სეზონი ორი გამარჯვებით და ერთი ფრით დაიწყო, სტუმრად „გრენობლს“ ეთამაშება. ლობჟანიძის გარდა თადარიგშია ეროვნული გუნდის ბურჯი კარლენ ასიეშვილი, ხოლო ახალგაზრდა გიორგი ცუცქირიძე და სოსო ბეკოშვილი ჯერჯერობით განაცხადში ვერ ხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

დღის ცენტრალურ მატჩში, 18:15 საათიდან, ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონს“ დაუხვდება. თამაშს სასტარტო შემადგენლობაში, მეორე ხაზში იწყებს გორგოძე, ჩილაჩავა თადარიგშია, ხოლო ტრავმირებული კაკოვინი და ალხაზაშვილი განაცხადში არ არიან.

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ის მესამე ტურის დასკვნით მატჩში, ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“ „მონტობანს“ მასპინძლობს. სეზონის წინ მიღებული კოჭის ტრავმის შემდეგ, მოედანს უბრუნდება და სასტარტო შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების შუამარბი შარიქაძე. ტრადიციულად, ძირითადშია დათუნაშვილი. შეხვედრა თბილისის დროით 16:15 საათზე იწყება.

საფრანგეთი. ტოპ 14. IV ტური

გრენობლი - ბრივი [14:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/414247/1/grenoble-fc-vs-ca-brive-live-stream-online.html

ტულუზი - ტულონი [18:15 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/414248/1/stade-toulousain-vs-rc-toulonnais-live-stream-online.html

საფრანგეთი. პრო დ2. III ტური

ორიაკი - მონტობანი [16:15 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/415215/1/aurillac-vs-us-montauban-live-stream-online.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077549