დიდი 10

22:27 | 10.09.2016 | ნანახია 2135 - ჯერ

„არმიამ“ ძალა აჩვენა

დიდი 10-ის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე გამართულ დედაქალაქურ დერბიში „არმიამ“ „ლოკომოტივს“ 19:13 სძლია. არმიელებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება, დასკვნით წუთებში გაძლეს და ჯამში სეზონის პირველი გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.

„რკინიგზელებს“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ყავთ. მათი შერკინება ტრადიციულად ძლიერია, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ისედაც ძლიერი ხაზი და გასული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მეხსიერების გავლენით, „ლოკომოტივი“ ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება. სეზონის წინ მნიშვნელოვნად გადახალისდა „არმიას“ შემადგენლობაც, რომელმაც პირველ ტურში იბრძოლა, თუმცა გორის „ჯიქთან“ 3:22 დამარცხდა და მეტოქეს პრემიაც გაატანა. შედეგად, ამ მატჩში ფავორიტი „ლოკომოტივი“ იყო.

თუმცა, მოედანზე „არმია“ მეტოქეზე მოტივირებული გავიდა, ყველა მორაგბემ ბოლომდე იბრძოლა, შერკინებაშიც არაფერი დათმო, ითამაშა ორგანიზებულად და თუ არ ჩავთვლით დასკვნით 10 წუთს, კარგი შეხვედრა ჩაატარა. ანგარიში ბექა ურჯუკაშვილმა ჯარიმით გახსნა, მერე ლაშა აზალაძემ ლელო დადო, ხოლო ურჯუკაშვილმა გარდასახა. ამაზე „ლოკომოტივმა“ ბექა წიკლაურის ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მეორე ზედ შესვენების წინ და ტაიმი „არმიამ“ 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმში არმიელები კვლავ კარგად იცავდნენ თავს და „ლოკომოტივს“ არაფერი გამოსდიოდა. ურუჯუკაშვილმა კიდევ სამჯერ მიიღო კარში დარტყმის შესაძლებლობა და უპირატესობა გაზარდა - 19:6. დასკვნით წუთებში „რკინიგზელთა“ მონდომებამ და ძალისმიერმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და მალე რეფერიმ „არმიას“ მოთამაშე პირდაპირ წითელი ბარათით გაუძევა, ხოლო მის თანაგუნდელს ყვითელი უჩვენა. 13-კაციანმა „არმიამ“ ქულა არ გაუშვა და ეს იმიტომ, რომ შემტევები ცოდავდნენ, ბურთს კარგავდნენ და ჯამში დაგეგმილი 4-ის ნაცვლად, მხოლოდ 1 ქულა ჩაიწერეს.

გორში სტადიონის გახსნით გამოწვეული ზეიმი ადგილობრივებს „ჯიქის“ მორაგბეებმა კიდევ უფრო გაულამაზეს. მათ თბილისის „აკადემიას“ იოლად, 29:0 სძლიეს და ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს პრემიალური ქულით. ზედიზედ მეორე თამაშში აიღო პრემია ქუთაისის „ბაგრატმა“, ოღონდ მცირედი მარცხისთვის. დიდი 10-ის დებიუტანტი „ბათუმს“ მასპინძლობდა და 16:21 დამარცხდა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

II ტური. 10 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“.

ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი) 13:19

ლოკომოტივი: 15. ნიკოლავა, 14. შკინინი, 13. გაგოშვილი, 12. კავთიძე, 11. ბიწაძე, 10. წიკლაური (კაპ.), 9. ხუციშვილი; 1. ქვათაძე, 2. ელოშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. არაბული, 6. კოპაძე, 7. ბერიშვილი, 8. გასვიანი.

სათადარიგოები: 16. პეტრიაშვილი, 17. მჭედლიშვილი, 18. პაატაშვილი, 19. გოგისვანიძე, 20. ფოფხაძე, 21. მამუჩარაშვილი, 22. გოგოლაშვილი, 23. გედეხაური.

არმია: 15. მერკვილიშვილი, 14. კალანდაძე, 13. ჯიმშელაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. მესხი, 10. ჭინჭარაული, 9. მახარაშვილი; 1. ხელია, 2. ზურიკაშვილი, 3. კელენჯერიძე, 4. გიგაური, 5. ქარუხნიშვილი, 6. მასხარაშვილი, 7. აზალაძე (კაპ.), 8. თავართქილაძე.

სათადარიგოები: 16. ქიტუაშვილი, 17. ჭავჭავაძე, 18. ბარბაქაძე, 19. დაუშვილი, 20. ნახუცრიშვილი, 21. გაბუნია, 22. მამულაშვილი, 23. მერკვილიშვილი.

გორი.

ჯიქი (გორი) - აკადემია (თბილისი) 29:0

ჯიქი: 15. სვანიძე, 14. ბიწაძე, 13. დევსურაშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ბროძელი; 1. ორაგველიძე, 2. მამრიკიშვილი, 3. დონაძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია (კაპ.), 7. მჭედლიშვილი, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. მაწარაშვილი, 17. სუთიძე, 18. გურგენიძე, 19. თ. კიკნაძე, 20. დიდებულიძე, 21. დ. კიკნაძე, 22. ზაბახიძე, 23. ხუციშვილი.

აკადემია: 15. მათიაშვილი, 14. სიჭინავა, 13. ხელაია, 12. ილურიძე, 11. ჭუაძე, 10. ახობაძე, 9. ღამბაშიძე; 1. გვარამია, 2. ლომაური, 3. მაზმიშვილი, 4. ზოიძე, 5. დავითაძე, 6. ლუარსაბიშვილი, 7. შუბითიძე (კაპ.), 8. გოგლიძე.

სათადარიგოები: 16. სულიაშვილი, 17. ქადარია, 18. ტიტვინაძე, 19. მოსეშვილი, 20. გოგოლაძე, 21. ბ. მაზმიშვილი, 22. მარგიანი, 23. დავითაშვილი.

ქუთაისი. „აია არენა“.

ბაგრატი (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი) 16:21

ბაგრატი: 15. კვერნაძე, 14. გოშაძე, 13. ფრუიძე, 12. თუთბერიძე, 11. ბ. ტორაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. ლოსაბერიძე; 1. ბოგვერაძე, 2. კობახიძე, 3. ჭელიძე, 4. კიკვაძე, 5. არჩვაძე, 6. ცირეკიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. ჭელიძე, 18. ბალანჩივაძე, 19. ჩიქვინაძე, 20. ხელაძე, 21. საკანდელიძე, 22. ცნობილაძე, 23. ოდიშარია.

ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ბებიაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ნინიძე, 11. მიმინოშვილი, 10. სოხაძე, 9. შამულო; 1. ხოჭოლავა, 2. მატკავა, 3. პატარაია, 4. ცხადაძე, 5. მიქაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ალიქაძე (კაპ.), 8. ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. თაგაური, 17. კვანთიძე, 18. ერისთავი, 19. ფუტკარაძე, 20. კორტავა, 21. თუთბერიძე, 22. გოგიტიძე, 23. ევგენიძე.

10/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

2

2

0

0

2

0

0

51:03

+48

7/0

10

2

ლოკომოტივი თბილისი

2

1

0

1

0

1

0

38:26

+12

4/2

5

3

ლელო სარასენს თბილისი

1

1

0

0

1

0

0

21:15

+6

3/0

5

4

ბათუმი ბათუმი

2

1

0

1

0

1

0

30:32

-2

2/2

5

5

აია ქუთაისი

1

1

0

0

0

0

0

16:09

+7

1/0

4

6

აკადემია თბილისი

2

1

0

1

0

0

0

26:37

-11

2/5

4

7

არმია თბილისი

2

1

0

1

0

0

0

22:35

-13

1/4

4

8

ბაგრატქუთაისი

2

0

0

2

0

2

0

31:42

-11

1/5

2

9

ყოჩები ბოლნისი

1

0

0

1

0

0

0

08:26

-18

1/2

0

10

არმაზი თბილისი

1

0

0

1

0

0

0

07:25

-18

1/3

0

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

10/09 @ 19.25

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

11 სექტემბერი

თბილისი. „ლელო-არენა“. 16:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076225