4 ერი

17:27 | 10.09.2016 | ნანახია 2377 - ჯერ

ავსტრალიას მოგებაც შეძლებია

თითქმის 11-თვიანი და ექსმატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ, მაიკლ ჩეიკას გაწვრთნილმა ავსტრალიამ სამხრეთ აფრიკა 23:17 დაამარცხა. ეს იყო მძიმე, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება გუნდისა, რომელიც შარშან ოქტომბრიდან სამ-სამჯერ დამარცხდა ინგლისთან და ახალ ზელანდიასთან.

ბრისბენში პირველი 20 წუთი ისე წარიმართა, „უოლაბები“ მარცხიანი სერიის გაგრძელების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მთლიანობაში, გუნდებმა ბურთის დამუშავებისას ამ დონისთვის ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს და სამხრეთ აფრიკელებმა პირველ მეოთხედში სწორედ ამით ისარგებლეს. ანგარიში დებიუტში უორენ უაითლიმ ლელოთი გახსნა, მერე ადრიან შტრაუსმა გადაცემა ჩაჭრა, კონტრშეტევა ელტონ იანტისმა გააგრძელმა, ფეხით ითამაშა და მეტოქის ლელოში ორი აფრიკელი მარტოობაში აღმოჩნდა. ბურთი იოჰან გუსენმა დაამიწა და იანტისმაც ორივე გარდასახა, ლელოებს შორის კი, ბერნარდ ფოლიმ ჯარიმა გაიტანა - 3:14.

მასპინძლებმა შეუტიეს და 27-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს. 5-მეტრიან დერეფანში ბურთი მოულოდნელად პირველ კაცზე, კეინ დუგლასზე ააგდეს, ორი დარტყმის შემდეგ უილ გენიამ შეტევის მიმართულება ფლანგისკენ შეაბრუნა, გენიას პასი ბრაიან ჰაბანამ ვერ ჩაჭრა და ადამ კოლემანმა დაამიწა, ხოლო ფოლიმ რთული პოზიციიდან გარდასახა. 35-ე წუთზე ავსტრალიელთა კონტრშეტევა აფრიკელებმა ჯარიმით შეაჩერეს და ფოლიმ ახლოდან გაიტანა. უკვე გაწითლებულ დროზე გასატანი პოზიციიდან იანტისი ურტყამდა, მაგრამ მარტივი 3 ქულის აღება ვერ მოახერხა - 13:14.

განახლდა შეხვედრა და „უოლაბებმა“ ხელდახელ კარგად შეუტიეს, ეცებეთიმ მეტოქეს რაქიდან ბურთი სწრაფად არ გაატანა, რითაც გუნდი ლელოსგან იხსნა, თუმცა თავად სინბინით დაისაჯა და ფოლიმაც ავსტრალია პირველად დააწინაურა. 47-ე წუთზე ფლანგზე სამუ კერევი გაიქცა, გუსენის ბოჭვის მიუხედავად ლელოშიც შევიდა და ბურთიც დაამიწა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ რატომღაც ის არ ჩათვალა.

ამის შემდეგ შეცდომები მომრავლდა, თუმცა ავსტრალია მატჩის მსვლელობას აკონტროლებდა და 62-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ზედ ლელოს ხაზთან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ფოლიზე გავიდა, მანაც ცრუმოძრაობით მცველები მოატყუა, ხაზი გაჭრა და გარდასახვაც თავად შეასრულა - 23:14. სტეინმა მალევე შეძლო ჯარიმის გატანა და თამაშს ინტრიგა ბოლო წუთებამდე შეუნარჩუნა, თუმცა „ბოკემ“ ქულის აღება ვეღარ მოახერხა და ავსტრალიამ წელს პირველი გამარჯვება იზეიმა - 23:17.

ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 23:17

ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. დეინ ჰეილეტ-პეტი, 13. სამუ კერევი, 12. ბერნარდ ფოლი, 11. რის ჰოგი, 10. ქუეიდ კუპერი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დუგლასი, 5. ადამ კოლემანი, 6. დინ მამი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ალან ალაალატოა, 19. რორი არნოლდი, 20. შონ მაკმაჰონი, 21. ნიკ ფიფსი, 22. ტევიტა კურიდრანი, 23. დრიუ მიჩელი.

2 ლელო: კოლემანი, ფოლი

2 გარდასახვა: ფოლი

3 ჯარიმა: ფოლი

სამხრეთ აფრიკა: 15. იოჰან გუსენი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჯესი კრილი, 12. ჟუან დე იონგი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. ელტონ იანტისი, 9. ფაფ დე კლერკი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ადრიან შტრაუსი, 3. ლოურენს ადრიანსე, 4. ებენ ეცებეთი, 5. ლუდ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. უპა მოჰოჯე, 8. უორენ უაითლი.

სათადარიგოები: 16. ბონგი მბონამბი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. სტივენ კიტსჰოფი, 19. ფრანკო მოსტერტი, 20. პიტერ-სტეფ დიუ ტოი, 21. იაკო კრილი, 22. მორნი სტეინი, 23. ლიონელ მაპუე.

2 ლელო: უაითლი, გუსენი

2 გარდასახვა: იანტისი

1 ჯარიმა: სტეინი

1 სინბინი: ეცებეთი

1.

ახალი ზელანდია

3

3

0

0

128:39

15

3

2.

სამხრეთ აფრიკა

3

1

0

2

71:72

6

2

3.

არგენტინა

3

1

0

2

71:111

5

1

4.

ავსტრალია

3

1

0

2

40:88

4

0

IV ტური. 17 სექტემბერი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა; ავსტრალია - არგენტინა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077625