გულშემატკივრის გვერდი

18:49 | 11.02.2016 | ნანახია 1848 - ჯერ

პირველი პორტუგალიური თავგადასავლები

ამ შაბათს პორტუგალიას ვეთამაშებით, 16 წლის წინანდელი პირველი შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მაშინდელი ევროპის ერთა თასზე და უფრო ძველი, 1997 წლის პირველი რკენა კი, ბევრს არ ემახსოვრება.

პორტუგალია ნამდვილად არ არის სარაგბო ქვეყანა, ამის მისახვედრად „ლობუშების“ თამაშის დღეს ლისაბონში გასეირნებაც კმარა. თუმც ევროპულ რაგბიში სიტყვა კი ეთქმით, 6 ერის მიღმა.

ასეა თუ ისე, პორტუგალია ერთადერთი გუნდია ჩვენს დივიზიონში, ჩვენი და რუმინეთის გარდა ევროპის ერთა თასი რომ შეუმართავთ.

პორტუგალიას ჩვენი მწვრთნელები, მოთამაშეები თუ გულშემატკივრები უხერხულ მეტოქედ იხსენიებენ, არადა 2003-2005 წლების პერიოდს თუ არ ჩავთვლით, პორტუგალიას ერთა თასზე სხვა დროს არ დავუმარცხებივართ. თუმც, პირველი მატჩიც რომ გავიხსენოთ ამ ტურნირზე, ზუსტად ეს უხერხულობა წარმოგვიდგება თვალწინ. ლელოებში დაჯაბნილი მეტოქე, მაგრამ ანგარიშში ვერა...

2000 წელს პირველად იმართებოდა ევროპის ერთა თასი ახალი ფორმატით, “ბორჯღალოსნებმა” მზადება ადრევე დაიწყეს და ერთა თასში ჩაბმამდე იტალიას გასვლაზე ვესპარინგეთ 26 იანვარს. სწორედ ამ წელიწადსვე ერთვებოდა 6 ერში იტალია. „აძურიმ“ საუკეთესო შემადგენლობა დაგვიყენა, მაშინ როცა ჩვენ ხუთი ლიდერი გვაკლდა. მთავარი არბიტრიც იტალიელი რომ იყო, მეტოქემ არ დაგვზოგა და 6-ჯერ დაგვალელოვა, ერთის წილ. დიეგო დომინგესმა მატჩში 31 ქულა დააგროვა. ეს მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ახლად შემოღებული სინბინი პირველად აქ ვიხილეთ - 10 წუთით ჩვენებური ბოლღაშვილიგააძევეს.

51:7 დავმარცხდით, იტალიელები კი, რატომღაც ისე გადიდგულდენ, ეს მატჩი ოფიციალურად არ აღიარეს.

ლივორნოში მარცხის შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა ლისაბონისკენ აიღეს გეზი, სადაც 6 თებერვლისათვის დაიწყეს მზადება. პირველი საჩემპიონო რკენაც ლისაბონში, ჩვენთვის კარგად ცნობილი საუნივერსიტეტო სტადიონზე შედგა. პირველ 40 წუთში ლელო არ დადებულა, მეტოქე 6 ქულიანი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე (12:6).

ბოლო 20 წუთში მეტოქე გავტეხეთ და ერთბაშად სამი ლელო შევიტანეთ, თავი ცაბაძემ, ხეხელაშვილმა და გიორგაძემ გამოიჩინეს, თუმცა ფრანგმა არბიტრმა პელაპრამ ზედიზედ რომ გვაჯარიმა, პორტუგალილმა ტიერი ტეშეირამ 9 საჯარიმო გაგვიტანა, ამას ერთი არეკნიც წაუმატა და დასკვნით 5 წუთში სამი ქულით გავისწრეს (30:27).

თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მეტქოის წითელ ზოლში ჯარიმა გვერგო, ლევან ცაბაძემ გარისკა, გაათამაშა და მეტოქის დალელოვებაც შეძლო, რითაც იმ მატჩში დუბლი გაიფორმა, “ბორჯღალოსნებს” კი პირველი გამარჯვება მოუტანა ერთა თასზე (30:32).

ავტორი: გიორგი მერმანიშვილი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:35 | 12.02.2016
BEERTRANCE (1073)

იმნაირი შემადგენლობა დააყენა მელიტონამ, უეჭველი გაფარჩაკება უნდა.

19:05 | 11.02.2016
baqo22 (10)

მინიმუმ 15-20 ქულა უნდა მოვიგოთ

0.074594