საფრანგეთი ტოპ-14

13:09 | 10.09.2016 | ნანახია 2820 - ჯერ

ტოპ 14: ქართველები სასტარტოში ბრუნდებიან [+სთრიმი]

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის გასულ ტურში, სასტარტო შემადგენლობაში არცერთ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია, მე-4 ტურში კი, მოსაწყენად არ გვეცლება.

დღეს ტურის ხუთი თამაშია და ყველაზე ადრე, თბილისის დროით 16:45 საათზე, „სტად ფრანსესა“ და „კასტრის“ შეხვედრა დაიწყება. პარიზელთა განაცხადში არ არიან ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე.

20:30 საათზე, პარალელურ რეჟიმში სამი შეხვედრა იწყება და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო „მონპელიესა“ და „პოს“ დაპირისპირებაა. წინა თამაშის გამოტოვების შემდეგ, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი და კოტე მიქაუტაძე, ხოლო გაგი ბაზაძე, რომელმაც წინა ტურში შეცვლაზე ითამაშა, ამჯერად განაცხადში არაა.

მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვიხილავთ „ლა როშელის“ ბურჯ ლექსო ყაულაშვილის, რომელმაც აქამდე ერთადერთხელ, პირველ ტურში შეცვლაზე ითამაშა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. „ლა როშელი“ „ლიონს“ მასპინძლობს, რომელსაც ტრავმის გამო ზაზა ნავროზაშვილი ვერ ეხმარება, ხოლო ახალგაზრდა გიორგი ჯავახია თავის შანსს ელოდება.

დავით ხინჩაგიშვილმა „ბეიონის“ მაისურით სამივე თამაში ჩაატარა და ორჯერ სასტარტო შემადგენლობაშიც იყო, ამჯერად კი, მისი გუნდი „ბორდოს“ ქართველი ვეტერანი ბურჯის გარეშე ეწვია.

დღის დასკვნით, ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონი“ ქვეყნის ჩემპიონ „რასინგს“ დაუხვდება. ზირაქაშვილი პირველ ორ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში იყო, გასულ ტურში მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ამჯერად კი, კვლავ ძირითადშია. კოლელიშვილი პირველ ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მას შემდეგ განაცხადში აღარ გვინახავს. შეგახსენებთ, სამი თამაშიდან ორი, „კლერმონმა“ ფრედ, ერთნაირი ანგარიშით 30:30 დაასრულა.

ტურის ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება და მათი შემადგენლობები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საფრანგეთი. ტოპ 14. IV ტური

10 სექტემბერი

სტად ფრანსე - კასტრი [16:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/414249/1/stade-francais-paris-vs-castres-olympique-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=KpjgGU49S1c

https://www.youtube.com/watch?v=pYwcy53Sla0

მონპელიე - პო [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/414252/1/montpellier-herault-rc-vs-section-paloise-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=QuuiQfVntE8

https://www.youtube.com/watch?v=V-QadmvaChM

ლა როშელი - ლიონი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/414251/1/la-rochelle-vs-lyon-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=iFvM5a4dfSE

https://www.youtube.com/watch?v=lm1YArZKTfQ

ბორდო - ბეიონი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/414250/1/bordeaux-begles-vs-aviron-bayonnais-live-stream-online.html

კლერმონი - რასინგი [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/414253/1/asm-clermont-auvergne-vs-racing-metro-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=g5xEstp4ArQ

https://www.youtube.com/watch?v=_0_e6Necb6Q


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:24 | 10.09.2016
geogoli (367)

ვასო ლობჟანიძეზე იქნებ გვითხრათ რამე, ჯერ რატომ არ შედგა მისი დებიუტი

16:22 | 10.09.2016
DataN24 (215)

ლობჟანიძეს ხვალ ექნება სავარაუდოდ დებიუტი გრენობლთან

13:29 | 10.09.2016
DataN24 (215)

კოლელიშვილზე იქნებ გარკვიოთ რახდება პირველ ტურში კარგად ითამაშა და რამე ტრამვა მიღო მერე თუ რახდება

0.082906